რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება არ შეიძლება, მოხდეს სხვა ქვეყნების უსაფრთხოების საზიანოდ.
მისი თქმით, ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მაშინ, როდესაც ნატო-ს პოლიტიკა ამ პოსტულატს მკვეთრად ეწინააღმდეგება.
უწყების მოადგილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გაფართოებისთვის არგუმენტები არ გააჩნია.
რუსმა დიპლომატმა სერგეი რიაბკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს აღმოსავლეთში გაფართოების შემთხვევაში მძიმე შედეგებით ემუქრება.
,,NATO-ში გაწევრიანება ყველასთვის შესაძლებელი ვერ იქნება, რადგან “ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას.
მინდა ხაზი გავუსვა: [ჩრდილოატლანტიკურ] კავშირში შესვლა ვერ იქნება აბსოლუტური. ეს ისეა, როგორც ადამიანთა საზოგადოებაში: ინდივიდის თავისუფლება სრულდება იქ, სადაც ის ხელყოფს სხვის თავისუფლებას.
NATO-ს მომავალი გაფართოება დაუშვებელია. და საქმის ისე წარმოჩენა, თითქოს, რუსეთს აქ ვეტოს უფლება არ აქვს – ეს არის მცდელობები შეუსაბამო საშუალებებით. ჩვენ ჩვენს აზრზე დავრჩებით: თუ ოპონენტები მაინც წავლენ ამის წინააღმდეგ, ნახავენ, რომ მათი უსაფრთხოება არ გამყარდება – შედეგები მათთვის მძიმე იქნება”, – აცხადებს სერგეი რიაბკოვი.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ოფიციალურმა მოსკოვმა NATO-ს მოსთხოვა უკან წაეღო 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომ უკრაინა და საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებოდნენ.
[sexy_author_bio]