ამ წუთებში ფოთში, ტრაილერის მძღოლების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, შეკვეთილი რეისების ტარიფის გაზრდას.
იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი ტვირთების გადაზიდვას აღარ განახორცილებენ.
“ჩვენი მოთხოვნაა, ტარიფები გაიზარდოს. მოგეხსენებათ, საწვავის ფასმა მოიმატა აზერბაიჯანში, საქართველოში. მოიმატებს კიდევ და არ ღირს საერთოდ მუშაობა. არაფერი არ გვრჩება, მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვარჩენთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევენ სახლებს. ჩვენი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება,” _ განაცხადა “გურია ნიუსთან“ აქციის მონაწილემ, გოჩა საჯაიამ.