,,ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი“, _ ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში” დაწერა.
მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ხალხის ინტერესი წინ დააყენეს და დემოკრატიას განვითარების საშუალება მისცეს.
„შეთანხმება საქართველოში, საქართველოს გაუმარჯოს!
ვულოცავ პოლიტიკურ ლიდერებს საქართველოში შეთანხმებაზე ხელმოწერას, რომელიც არის არსებული კრიზისიდან გამოსავალი. თქვენ დააყენეთ ხალხის ინტერესი პირველ ადგილას და მიეცით დემოკრატიას განვითარების საშუალება.
მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყველა პოლიტიკურ პარტიას“, – წერს შარლ მიშელმა.