ხუთი კილოგრამი შავი ქლიავი გავრეცხოთ. გამოვაცალოთ კურკა. მოვაყაროთ ერთი სუფრის კოვზი თეთრი შაბი, ავურიოთ კარგად და დავდგათ ერთი ღამის განმავლობაში.
დილით კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ გამდინარე წყლის ქვეშ კიდევ ერთი ღამის განმავლობაში. თუ შაბის სუნი ან გემო კვლავ ექნება, ისევ დავდგათ საღამომდე გამდინარე წყლის ქვეშ. შემდეგ ამოვიღოთ და გავრეცხოთ მდუღარე წყალში.
ექვსი კილოგრამი შაქრითა და თორმეტი ჭიქა წყლით ავადუღოთ სიროფი და ეს მომზადებული ქლიავის მასა ჩავუშვათ ამ სიროფში. ვადუღოთ ჩვეულებრივად, სამი-ოთხი ცალი მიხაკი მარლაში გამოვკრათ და ჩავკიდოთ შიგ. როცა სიროფის წვეთი წყალში ჩაიძირება, მზადაა. შავი ქლიავის ძალიან გემრიელი მურაბა.