შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
“პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.
ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად სცნო და თითოეულს 65-ათასლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამურმა თანხამ კი, 64 ათასამდე ლარი შეადგინა.
პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავ გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა”,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი