შეიარაღებულმა პირებმა 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა ნიგერიაში, ქალაქ კურიგაში მოხდა.
როგორც ცნობილია, მოსწავლეები ცენტრალურ მოედანზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა მოტოციკლეტებით ჩამოიარეს და 8-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვები მასწავლებელთან ერთად წაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებლების დაჯგუფება ბანდიტების სახელით არიან ცნობილი და მათ ბოლო წლებში ასობით ადამიანი ჰყავთ გატაცებული. თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამ კვირამდე შემცირდა ბავშვების მასობრივი გატაცება.
კადუნას შტატის გუბერნატორმა უბა სანის თქმით, 187 მოსწავლე დაიკარგა სამთავრობო საშუალო სკოლიდან და 125 ადგილობრივი დაწყებითი სკოლიდან, მაგრამ 25 დაბრუნდა.
ამავდროულად, თვითმხილველმა თქვა, რომ ერთ მოსწავლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და სამედიცინო დახმარებას ბირნინის გვარის საავადმყოფოში უტარდებოდა.
მასწავლებელმა, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და ერთი ადამიანი დაიღუპა.
ითვლება, რომ თითქმის ყველა ოჯახს ჰყავს შვილი გატაცებულ მსხვერპლთა შორის და შეიარაღებულმა ძალებმა მათ აღმოსაჩენად ოპერაცია დაიწყეს.
იანვარში ბანდიტებმა სკოლის დირექტორი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.
კრიმინალური გამტაცებელი ბანდები, რომლებიც შიშს აყენებენ ჩრდილო-დასავლეთ ნიგერიას, განცალკევებულნი არიან ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ბოკო ჰარამის მებრძოლი ისლამისტური ჯგუფისგან, თუმცა იყო ცნობები, რომ ისინი შესაძლოა ხანდახან ერთად მუშაობდნენ.
ხუთშაბათს თავდასხმა მოხდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ანსარუ, ბოკო ჰარამის სეპარატისტული ფრაქცია, რომელმაც 2014 წელს ქალაქ ჩიბოკიდან 200-ზე მეტი სკოლის მოსწავლე გაიტაცა.