დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ოზურგეთის ოფისში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დემოკრატიული ჩართულობის ქსელის ოზურგეთის ოფისში ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი. ირაკლი პაპავა მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა მონაწილეებს ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, მისგან მომდინარე საფრთხეებსა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში მედიაწიგნიერების როლზე მიაწოდა ინფორმაცია.
ჟურნალისტებმა დასვეს მრავალი კითხვა. დიალოგი საინტერესოდ წარიმარშა. კითხვებს საინტერესო და ამომწურავი პასუხი გაეცა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ გაუწია. მისი დასრულებისას მონაწილეებს დაურიგდათ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
ავტორი