გიორგი გახარიამ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას დაკავებაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ამ პირების დაკავება იმ დროს მოხდა, როცა საკმარისი მტკიცებულებათა სტანდარტი შეიკრიბა.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეს იძიებს ანტიკორუფციული სააგენტო. მათი საქმე იყო ეს თავიდან ბოლომდე.
მათ მიიღეს გადაწყვეტილება, შესაბამისად, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ შეკრიბეს აუცილებელი მტკიცებულებები, შექმნეს სტანდარტი და დააკავეს. მტკიცებულებების ნაწილი მანამდეც იყო, ჩვენ ერთად ვნახეთ ეს ტელევიზიებში, როგორ დაბრძანდებოდა ბატონი დაკითხვებზე, გულორდავაც და გოგიაც მათ შორის. იმისთვის, რომ ადამიანი დააკავო, სჭირდება მტკიცებულებების სტანდარტი. როგორც ჩანს, მტკიცებულებების სრული სტანდარტი იმისთვის, რომ ყოფილიყო ბრალი წარდგენილი და ეს პიროვნება დაკავებული – არ არსებობდა, როგორც კი შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ შეკრიბა, ადამიანი დააკავეს”, _ განაცხადა გიორგი გახარიამ.