https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შემოქმედებითი პროცესის ნაწილი” თუ რეკლამა _ თამბაქოს მოწევა სპექტაკლებშიც აიკრძალება?

15:04; 7.04.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“თამბაქოს კონტროლის შესახებ” და მისი თანმდევი კანონპროექტები პარლამენტმა პირველი მოსმენით ორი დღის წინ მიიღო. ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს მოწევის სრულ აკრძალვას ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. ასევე, მოწევა არ იკრძალება ღია სივრცეში – ქუჩაში, ბაღში, ტერასაზე…

აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა (მათ შორის, ვიტრინებზე და სავაჭრო ობიექტის შიგნით გამოფენა), პოპულარიზაცია და სპონსრობა. სამედიცინო გაფრთხილების ზომა 30-დან 65%-მდე მოიმატებს, დაჯარიმების წესი გამარტივდება და გაიზრდება საჯარიმო სანქციები.

ახლებურად განისაზღვრება თამბაქოს აქსესუარების და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეალიზაცია და განლაგება. აიკრძალება თამბაქოს ახალი სახის ნაწარმის საქართველოში რეალიზაცია. 

აკრძალვები შეეხება თამბაქოს მოხმარების პოპულარიზაციასაც. მაგალითად, კინოსა და თეატრში, რამაც რეჟისორების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი აზრით, ეს უკვე ცენზურაა.

„ფილმებს იმიტომ არ იღებენ, რომ მოწევას ხელი შეუწყოს ან შეამციროს. ეს ყველაფერი საშიშია  სხვა მიმართულებით. ეს არის ცენზურის ჩანასახი, ასე იწყება ცენზურა. შემდეგი ეტაპი იქნება, რომ ფილმში არავინ უნდა იგინებოდეს; მერე იქნება, რომ ფილმში არავინ უნდა იქცეოდეს ცუდად; შემდეგ ძალიან რთული გასარკვევი იქნება, ეს სერიალის და ფილმის მსოფლმხედველობრივი კონცეფციის აკრძალვაა, თუ რომელიმე კონკრეტული პერსონაჟის საქციელის. ეს ცენზურა უკვე გავლილი გვაქვს. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც სახელმწიფო განსაღვრავდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ არარსებული ადამიანები, ანუ პერსონაჟები.

სიგარეტის მოწევა, კოლოფის გამოჩენა, პლეისმენთი – ამაში ფულის აღება ისედაც [რეკლამის შესახებ] კანონით არის აკრძალული. ანუ ამაში პროდაქთ ფლეისმენთს ვერ ვაკეთებთ.

ის, რომ ვიღაცას სიგარეტის ღერი უჭირავს და ეწევა, არავინ ამბობს, რომ ეს არის კარგი. სერიალში მკვლელობა ჩანს, ვიღაც ცოლს ღალატობს, არსად ხაზგასმა არ არის, რომ ეს კარგია“, _ აღნიშნავს სცენარისტი ქეთი დევდარიანი „ნეტგაზეთთან“ საუბრისას.

თუ აკრძალვა ეხება კინოს, შეეხება თეატრსაც, სადაც სპექტაკლების ნაწილში მოწევის სცენებს იყენებენ. დღეს მოქმედი კანონით, „აკრძალულია თამბაქოს წევის დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, ნებისმიერი სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებებისა და თეატრალური წარმოდგენების მეშვეობით, თუ ეს არ არის შემთხვევითი ჩაწერა ან/და შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილი“.

თუმცა, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტში ნათქვამია, რომ “ის ფილმები ან სხვა შემოქმედებითი პროდუქცია, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარისა და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის მოხმარების დემონსტრირებას და დემონსტრირების კადრები/ნაწილი არაა დაფარული, წარმოადგენს 18 წლამდე არასრულწლოვანზე მავნე ზეგავლენის მომხდენ ფილმს და პროდუქციას”.

რას ჩათვლიან და რას არა, „შემოქმედებითი ჩანაფიქრის ნაწილად“ და ხომ არ იქნება ეს „შავი ხვრელი“ თამბაქოს პოპულარიზაციისთვის, ამას კანონის ამოქმედების შემდეგ გავიგებთ.

მანამდე კი, თეატრების ხელმძღვანელთა ნაწილი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მარჯანიშვილის თეატრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ლალიაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ შემოქმედებითი პროცესისთვის მოწევის სცენის აკრძალვის გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს, მათ სხვა გამოსავალი ექნებათ მოსაძებნი.

„ჯერჯერობით ეს კანონი ძალაში შესული არ არის, გარდა ამისა, კანონპროექტში როგორც ჩვენმა იურისტმა მითხრა, სცენაზე იმ შემთხვევაში აიკრძალება მოწევა, თუ ეს არის რომელიმე სიგარეტის კომპანიის რეკლამა და თუ არ არის  შემოქმედებითი პროცესის ნაწილი. თუ შემოქმედებითი პროცესის ნაწილია,  ეს აკრძალვა არ შეგვეხება. თუ ამასაც აკრძალავენ, მაშინ სხვა გამოსავალი გვექნება მოსაძებნი, ჯერჯერობით კანონპროექტში ეს არ წერია.

ნამდვილად არ მაქვს  დათვლილი, სადაც მოწევის სცენაა გამოყენებული, ბევრი არ არის ასეთი. სულ  45 სპექტაკლი გვაქვს რეპერტუარში და არც მახსოვს  რამდენში გვაქვს მსგავსი სცენა.

რაც შეეხება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიებისგან დაფინანსებულ ღონისძიებებს, ჩვენთან ასეთი ნამდვილად არ არის,  შეგიძლიათ გადაამოწმოთ, არსად, არცერთ ჩვენს ბანერზე, სარეკლამო მასალაზე არ არის მათი ლოგო, სახელწოდება და ა.შ. მსგავსი არაფერია და არც არასდროს ყოფილა“, _ ამბობს ლალიაშვილი.

სანდრო ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირაკლი გოგია კი ამბობს, რომ მათი თეატრის სცენაზე დადგმულ არცერთ სპექტაკლში სიგარეტის მოწევის სცენა არ არის.

„როდესაც ამ საკითხზე დაიწყო საუბარი, გადავხედეთ ჩვენს სპექტაკლებს და აღმოჩნდა, რომ არცერთ სპექტაკლში არ გვაქვს მოწევის სცენა. გამოვიდა, რომ ჩვენ ისედაც ვიცავდით წესებს და კანონს არ ვარღვევდით.

რაც შეეხება თეატრის შენობაში მოწევას, გვაქვს გამოყოფილი ადგილები და იქ ვეწევით. თუ ეს კანონპროექტი არაფრით განსაკუთრებული არ არის, წესები და შეზღუდვები, სად მოვწიოთ და სად არა – ადამიანს თავის შიდა კონსტიტუციაში უნდა ჰქონდეს.

უცხოეთში ძალიან ბევრგან არის აკრძალული მოწევა, მაგრამ მაინც ეწევიან ბევრგან.  მაგრამ არის მოსაწევი ადგილები და ხელს არავის უშლიან. მე მწეველი ვარ, მაგრამ უცხოეთში არ მიჭირს წესების დაცვა“, _ ამბობს გოგია „გურია ნიუსთან“ საუბრისას.

კითხვაზე – ფილმების რეჟისორებმა  გარკვეულწილად ეს შეზღუდვა ცენზურად მიიჩნიეს. ირღვევა თუ არა სპექტაკლის რეჟისურა, მოწევის სცენის ამოღებით? _ გოგია გვპასუხბს: „ძალიან ბევრი კანონი გვაქვს, რომელსაც არ ვიცავთ საქართველოში, მაგრამ არავინ არაფერს შემოგვდავებია.  აქედან გამომდინარე, არა მგონია კანონმა აკრძალოს, რომ კარგი ფილმი გადავიღოთ, კარგი სპექტაკლი დავდგათ და მასში თუ თამბაქოს მოწევის შემცველი სცენა იქნება. აუცილებლად გვაპატიებს ამას ამ კანონის დამცველი…  არა მგონია, სანქციამ, კანონმა კარგი სცენა გაუფუჭოს თეატრს ან კინოს. ჯობია ვილაპარაკოთ ბავშვებს რომ შიათ მთელ მსოფლიოში, ამ კანონს როგორმე მიხედავენ ამ კანონის მიმღებები და დამცველები“, _ აცხადებს გოგოია.

რაც შეეხება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მიერ კულტურული ღონისძიებების და თეატრების დაფინანსებას, გოგია ამბობს: „საერთოდ გავაუქმებდი ამ ბურჟუაზიულ კორპორაციებს, რადგან არავინ არაფერს აფინანსებს“.

„ეგენი ახლა ქაჯებივით მანიპულირებენ, რომ დიდი დარტყმა მოუვიდათ. მართლა რომ დაეფინანსებინათ ღარიბი ბავშვები, თუნდაც ქართული კულტურა, მაშინ შეიძლებოდა ხმა ამოგვეღო. მომხრე ვარ, საერთოდ დახურონ ასეთი ბურჟუაზიული ღონისძიებები“, _  ამბობს გოგია.

 „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ წარმომადგენელი კახა ღვინიანიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, შეზღუდვები შეეხება როგორც ფილმებს, ასევე სპექტაკლებს, სადაც სიგარეტის მოწევის სცენები იქნება.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ასეთი რამ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით შეზღუდულია თეატრების, კულტურული ღონისძიებების სპონსორობა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მიერ. მაგრამ არის ხვრელი დატოვებული. სავარაუდოდ, ეს ხვრელი ახალი კანონით ამოივსება, რითაც დღეს ინდუსტრია სარგებლობს. მაგალითად, მარჯანიშვილის თეატრს, აფინანსებენ და ასპონსორებენ. ნებისმიერი სპექტაკლის წინ, გამოდიან და ამბობენ, რომ მათი ღონისძიების მხარდამჭერია „ჯი თი ეი თობაქო“, ან მაგალითად, „ჯი თი ეი კავკასია“, ბილეთებზე  არის თამბაქოს ინდუსტრისიის ლოგო და წარწერები, მათ ვებ-გვერდზე და ა.შ. ეს არის კომპნიის და თამბაქოს ნაწარმის ჩვეულებრივი რეკლამა.

ყველაზე დასანანი ის არის, რომ დავაფიქსირეთ არა მხოლოდ ზრსადრულთა ღონისძიებებზე, არამედ, ბავშვების ღონიძიებებზე, სპექტაკლებზე, ზეიმებზე (ფილარმონიაში დაფიქსირდა ასეთი ფაქტი) პირდაპირ სიგარეტის პრომოუშენს აკეთებდნენ 13 წლამდე ბავშვებისთვის  განკუთვნილ ღონისძიებაზე. ასეთ ბინძურ  მეთოდებს იყენებს თამბაქოს ინდუსტრია და ახდენს თავის რეკლამიერებას ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და საზოგადოებაზე. ეს ხვრელი უნდა ამოიქოლოს.

როგორც გითხარით, მარჯანიშვილის თეატრი დღესაც არღვევს კანონს, მაგრამ კიდევ არის კანონში ინტერპრეტაციის საშუალება, რის გამოც არ ისჯება.  იგივე კეთდება უნივერსიტეტებშიც, სადაც სპონსორობას უწევენ ღონისძიებებს. შეიჭრნენ სკოლებშიც, მაგრამ განათლების სამინისტრომ მიიღო გარკვეული ზომები და აილაგმა ეს სიტუაცია.  მაგრამ გვაქვს ინფორმაცია, რომ მაინც აკეთებენ ასეთ რაღაცეებს“, _ ამბობს ღვინიანიძე.

კითხვაზე: რა ზომებს მიმართეს მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემდეგ და რა რეაგირება მოჰყვა ამას? –  ღვინიანიძე გვპასუხობს:

„მივმართეთ კულტურის სამინისტროს არა მარტო ჩვენ, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და სახელმწიფო ორგანოებმა. ცოტა გაუგებარი და აღმაშფოთებელი წერილი მოვიდა იქედან: ალბათ, კანონს არ არღვევს ეს თეატრიო. არადა, ამ დროს რეკლამას აკეთებენ. საუბარია ხვრელზე, რომელიც ახლა ამოივსება. ჩანაწერი იყო კანონში, რომ რეკლამად ითვლებოდა არა თამბაქოს ინდუსტრიის დასახელება, არამედ ბრენდის და სასაქონლო  ნიშნის. თუ მაგალითად „ჯაფან ამერიკან თობაქო“ თუ მაინცდამაინც მწვანე ასოებით არ იყო დაწერილი რეკლამად არ ითვლებოდა. ახალი კანონით, იკრძალება თეატრებში რეკლამა, სპონსორობა და ნებისმიერი პოპულარიზაციის ფორმა. იკრძალება სპექტაკლის დადგმა, სადაც სიგარეტის მოწევის სცენაა. ხშირად ვყოფილვარ სპექტაკლზე, სადაც პირდაპირ იყენებს რეჟისორი სიგარეტის სცენას. ეს არის მასობრივი ჩვენება, დემონსტრირება სიგარეტის მოწევის. ეს იგივეა, რაც ფილმებში მოწევა. რეკლამირების ერთ-ერთი სახეობაა. თან ჩვენთან ძალიან დახვეწილი, მსოფლიოში აპრობირებული ფორმულირებითაა გაკეთებული, არავითარი შემხებლობა და პრობლემა ამას შემოქმედებით საქმიანობასთან, ცენზურასთან არ აქვს. არანაირი ცენზურა აქ არ არის. თუკი კომერციული მიზნით კეთდება დემონსტრირება და თუკი არის იმ ფორმით გაკეთებული, რომ ახდენს ბავშვებისა და ახალგაზრდების მოტივირებას, რომ  მოწიონ, ეს სწორედ რეკლამა და პოლულარიზაციის ფორმაა. მსოფლიოს ყველაზე წამყვან, დემოკრატიულ  ქვეყნებში არსებულ მიდგომებს ვიყენებთ. აშშ-ში, ინგლისში არსებული შეზღუდვები არა მგონია ცენზურა იყოს. ამაზე საუბარი ზედმეტია“, _ ამბობს ღვინიანიძე და დასძენს, რომ არავითარი პრობლემა რეჟისორებთან და მსახიობებთან არ აქვთ.

„ჩვენი პრობლემა  თამბაქოს ინდუსტრიაა. ისინი ცდილობენ გამოიყენონ ჩვენი საშუალებები სარეკლამოდ, ეს დაუშვებელი და მიუღებელია, კატეგორიულად.

თეატრმა არ უნდა დაარღვიოს კანონი. თუ დაარღვევს, გნებავთ თეატრი იყოს, ან სხვა კორპორაცია,  უნდა აგოს პასუხი. როგორ შეიძლება, მოზარდმაყურებელთა თეატრში, ან სხვა თეატრებში, სადაც ბავშვები, ფეხმძიმე ქალები არამწეველები დადიან, სიგარეტი მოწიონ. რომელ თეატრალს უნახავს, რომ თეატრებში ეწევიან? ეს ხომ დენიკინისდროინდელი ამბავია. „ჰოლივუდმა“ თავის  ფილმებში აკრძალა მოწევის სცენები. ფილმების მწარმოებელმა ქვეყნებმა აკრძალეს, მაგალითად, თურქეთმა. არათუ რეკლამას და ბრენდის გამოჩენას. ეს მიღებული პრაქტიკაა. ჩვენთან ამ ხვრელებმა განსაკუთრებით გაუკუღმართებული ფორმა მიიღო. ზოგიერთი სერიალი, სპექტაკლი იყენებს სიგარეტის მოწევის სცენებს. ეს გახდა თამბაქოს ინდუსტრიის ერთ-ერთი სადაყრდენი. ჩვენ თუ რეკლამის სხვა ფორმებს ავკრძალავთ და ამას დავტოვებთ, მთელ თავის რესურსს ისინი გადმოიტანენ  ფილმებში და თეატრში, სადაც შესვლა შეუძლებელი იქნება.

ვიცი რამდენიმე  თეატრის ხელმძღვანელის განწყობა, იმის მიუხედავად, რომ მათთანაც არ არის იდეალური მდგომარეობა, მიესალმებიან აკრძალვას. არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ძალიან მოქნილად გვერდს უვლიან კანონმდებლობას და ფულს იღებენ თამბაქოს ინდუსტრიისგან. ჩვენ არ ვუშლით ქველმოქმედებას არავის, თვით თამბაქოს ინდუსტრიასაც კი. მათ შეუძლიათ მისცენ თანხა  ნებისმიერ თეატრს, მაგრამ არსად არ უნდა ჩანდეს მისი სახელი, ბრენდი და თეორიულადაც კი არ უნდა გამოიყენონ სარეკლამოდ. არ ვუშლით ქველმოქმედებას მაგრამ ვკრძალავთ რეკლამას. ქველმოქმედების საფარქვეშ რეკლამას არ დავუშვებთ. იმიტომ იმხრობენ ზოგიერთ თეატრს, რომ ინდუსტრიის ინტერესი რეკლამაა, თეატრების – ფული. როცა ეს ინტერესი გაქრება, მერე ვნახავთ, ფულს როგორ გადაიხდიან“, _ აღნიშნავს ღვინიანიძე..

რაც შეეხება თამბაქოს მოწევის კონტროლს და მასზე რეაგირების განმახორციელებელ ორგანოებს, ღვინიანიძე ამბობს, რომ ახლა ამ სფეროში არსებობს კონკრეტული ბარიერები, ეს არის სასამართლო, ჯარიმის მცირე ზომა, გაორებული ფუნქციები და ა.შ. ეს ყველაფერი  აღმოიფხვრება ახალი კანონით.

„ახლა მთავარია მთავრობამ აირჩიოს, ვინ შეასრულებს ამას, დანარჩენი, მექანიზმები ისეა გამართული, იმუშავებს.

შემსრულებელ უწყებად არის დაფიქსირებული შსს, როგორც ძველ კანონში, რეალიზაციაზე ფინანსთა სამინისტრო და ა.შ. შსს დარჩება თუ არა მოწევის აკრძალვის საკითხებზე მაკონტროლებელ ორგანოდ,  ამას პარლამენტი და მთავრობა ერთად გადაწყვეტს. არის საუბარი რომ ფუნქციების ნაწილი ფინანსთა სამინისტროს გადაეცეს. პირადად მე, ეს სწორად მიმაჩნია“, _ აღნიშნავს ღვინიანიძე.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  თუ ფიზიკური პირი, მაგალითად, კაფეში ან რესტორანში ეწევა თამბაქოს, მას შსს დააჯარიმებს, ხოლო დაწესებულების ადმინისტრაციას ფინანსთა სამინისტრო.

”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ინფორმაციით, კანონის ადმინისტრირებას ფიზიკურ პირებთან მიმართებაში შსს, ხოლო იურიდიულ პირებთან ფინანსთა სამინისტრო მოახდენს. თუმცა, პროცესში ჩაერთვება სხვა უწყებებიც, კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებული იქნება, ყურადღება გაამახვილოს ჯანდაცვის ობიექტებზე, ტრანსპორტზე პასუხისმგებელი ტრანსპორტის შესაბამისი სამსახურები იქნებიან, ხოლო რეკლამის კანონის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრირების ორგანო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაა.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიღებამდე პარლამენტის მეორე და მესამე მოსმენაა საჭირო. ამის შემდეგ კი, მისი ძირითადი მუხლები 2018 წლიდან შევა ძალაში. ნაწარმის ხილვადობის აკრძალვა ორი წლის შემდეგ, სტადიონზე მოწევასთან დაკავშირებული აკრძალვა კი, სრულად 2020 წლიდან ამოქმედდება.

 

ამავე თემაზე:

გადამწყვეტი ბრძოლა თამბაქოს ინდუსტრიის წინააღმდეგ _ რა რეგულაციები შეეხება ბიზნესს

რა სანქციები გატარდება თამბაქოსთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში

სად იკრძალება და სად იქნება დაშვებული თამბაქოს მოწევა

რას ფიქრობს ხალხი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ

 

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

„უცნაური“ სასტუმრო

მზის ენერგიაზე მომუშავე კუნძული

ყველა სიახლე

სამართალი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ბავშვი დაშავდა, ერთ-ერთი მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა

22:51; 4.01.2026
მსოფლიო

რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

18:53; 4.01.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

18:32; 4.01.2026
ფინანსები

ოქრო ერთ წელში 64%-ით გაძვირდა – რა ღირს 1 გრამი საქართველოში

16:07; 4.01.2026
საზოგადოება

ცნობილია, ვინ აიღებს ამ თვეში მომატებულ ხელფასს

16:02; 4.01.2026
საზოგადოება

4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა

15:49; 4.01.2026
საზოგადოება

„ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, შეშუპება… შეიძლება ანაფილაქსიაც გამოიწვიოს” – ზაზა თელია

15:06; 4.01.2026
სამართალი

“ეზოს ჭიშკართან მიყვანილი ბავშვი მომიკლა!” _ რას წერს ავარიის შედეგად დაღუპული გოგოს და

14:30; 4.01.2026
საზოგადოება

ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი წერილს აქვეყნებენ

13:18; 4.01.2026
საზოგადოება

“რომ გადარჩენილიყო, ამ ამბავს გადაჰყვებოდა… ყველა იმ გოგოს ვტირით” – რას ჰყვებიან წერეთლის გამზირზე მომხდარი ავარიისას დაღუპულ ტაქსისტზე

13:14; 4.01.2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4.01.2026
საზოგადოება

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”– შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

10:51; 4.01.2026
საზოგადოება

გურული ისტორიები

10:21; 4.01.2026
საზოგადოება

კობახიძე – ქვეყნისთვის პატივია, რომ თავისუფლების მოპოვებისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების გზაზე ჩვენი საიმედო საყრდენი სწორედ მისი უწმინდესობის ილია მეორეს სიბრძნე და ლოცვა-კურთხევაა

10:13; 4.01.2026
ზაფრანი

ბედის ირონია

9:59; 4.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო