სტამბოლში 8 სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში 2 დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ბიჭი გადაარჩინეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ REUTERS ავრცელებს.
ცნობისთვის, საცხოვრებელი შენობა თურქეთში ოთხშაბათს დაინგრა.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 14 ადამიანი, 11 დაკარგულს კი ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, შენობის ბოლო 3 სართული უკანონოდ იყო დაშენებული.