,,შევქმენით ყველა საჭირო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში“, _ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე ნიკა მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, კითხვაზე პასუხი გაცემულია და შესაბამისად, ჯერი ოპოზიციასა და მის ქმედებებზეა.
„ჩვენ ყველამ ერთად დოკუმენტზე ხელმოწერით და მანამდეც, შევქმენით ყველა საჭირო საფუძველი იმისთვის, რომ ბატონი ნიკა მელია არ დარჩენილიყო საპატიმროში, აქედან გამომდინარე, კითხვაზე პასუხი გაცემულია და შესაბამისად, ახლა ჯერი არის ოპოზიციაზე და მათ ქმედებაზე.
მინდა პრეზიდენტ მიშელს კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო. ასევე დიდი მადლობა გადავუხადო კარლ ჰარცელს მისი პირადი ჩართულობისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში, ის ძალიან წარმატებით მონაწილეობდა ფასილიტაციის პროცესში. ასევე მადლობა აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს მისი ჩართულობისთვის და ყველას დიდი მადლობა ამ დღისთვის“, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა.