დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის _ “შქმერულის” რეცეპტს შემოგთავაზებთ.
რაჭაში “დაბადებული” ეს კერძი, უკვე საქართველოს ყველა კუთხეშია პოპულარული. განსაკუთრებით გემრიელი გამოდის “შქმერული” თუ მას კეცზე, ნაღვერდალის ქვეშ მოვამზადებთ.
მასალა: 1 ცალი ქათამი, 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი, 1 ჩაის კოვზი ხმელი დაფქული ქინძი, 4-5 დიდი კბილი ნიორი, მარილი, რძე (შესაძლოა, შევცვალოთ არაჟნით ან ნაღებით; ღირს მოსინჯოთ ახალშედედებული არამჟავე მაწვნითაც).
მომზადება: მარილწასმული ახალგაზრდა ქათამი გავჭრათ ოთხ ნაწილად და კარგად დავბრაწოთ. ქათმის ნაწვავ ცხიმს დავუმატოთ ცოტაოდენ წყალში გახსნილი ხმელი სუნელები, დაჭყლეტილი ნივრის კბილები, ცოტა მარილი. წამოვადუღოთ და დავუმატოთ იმდენი რძე, რომ ქათამი დაფაროს. დავაფაროთ ისევ ნაკვერჩხლებიანი ხუფი თუ კეცზე ვწვავთ, ან თავსახური თუ ტაფაზე ვწვავთ, წამოვადუღოთ 2-3 წუთით და “შქმერულიც” მზადაა.