17 წლის ლიზი ხითაროვი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. შობა ბებოსთან _ ლეილა ტუმასიანთან და დასთან, ანი ხითაროვასთან ერთად აღნიშნა, მანამდე კი ოზურგეთის კათოლიკურ ეკლესიაში ჩატარებულ წირვას დაესწრო.
“შობა თითოეული ჩვენგანისთვის ერთ-ერთი დიდი დღესასწაულია. კათოლიკური ეკლესია შობისთვის მზადებას იწყებს ოთხი კვირით ადრე, რომელსაც ადვენტის პერიოდი ეწოდება. ეს არის დრო, როდესაც ვემზადებით დღესასწაულისთვის. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ მზადების პერიოდი _ ეს არის დრო, როდესაც ვართ უფლის დაბადების მოლოდინში“, _ გვითხრა ლიზი ხითაროვამ.
ლიზიმ “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს შობის ტრადიციებზეც ისაუბრა:
“შობის დღესასწაულამდე ოთხი კვირის განმავლობაში ვმარხულობთ და თითოეულ კვირას ინთება თითო სანთელი, რომელიც მიგვინიშნებს მაცხოვრის დაბადებაზე. ტრადიციები ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, საქართველოში კონკრეტულად, გურიაში, ბებო ყოველი შობის ღამეს აკეთებს გურულ ღვეზელს. იტალიაში ბავშვები შობის ღამით გადიან და გალობენ “ალილოს“, ზოგიერთ ოჯახში კი ცხვება სპეციალური ცომეული, რომელსაც პიზის ეძახიან, რაც სიმბოლოა მაცხოვრის დაბადებისა“.
ლიზი წარმატებული მოსწავლეა. ის ყოველ წელს საზაფხულო ბანაკში დადის.
“სკოლაში წარმატებული მოსწავლე ვარ და ვაპირებ ჩავაბარო სამედიცინოზე. მინდა გავხდე ექიმი.
ზაფხულობით კათოლიკური ეკლესია ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკს აკეთებს, სადაც 3 წელი ვარ ანიმატორი. ძალიან მიყვარს ანიმატორობა“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრის დროს ლიზი ხითაროვმა.