შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში მცხოვრებმა ქალმა საკუთარი სახლის სხვენში აშშ–ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლი იპოვა და მილიონერი გახდა.
დოკუმენტი იშვიათი წიგნების სპეციალისტმა კეტი მარსდენმა მაშინ აღმოაჩინა, როდესაც სხვენს ალაგებდა. ქალმა ის მაშინვე სამსახურში წაიღო, სადაც ხანგრძლივი კვლევის შემდეგ დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურდა.
დეკლარაცია ერთ-ერთი აღმოჩნდა იმ 201 ასლიდან, რომელიც 1820-იან წლებში აშშ-ის სენატის დაკვეთით, უილიამ სტოუნმა შექმნა. ამ დროისთვიის ამ სერიის მხოლოდ 48 დოკუმენტის ადგილსამყოფელია ცნობილი.
კეტი მარსდენის მიერ აღმოჩენილი დოკუმენტი აუქციონზე 4 420 000 დოლარად გაიყიდა.
[sexy_author_bio]