პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს ,,გურია ნიუსთან“ აფასებს. როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ,,თეთრი ხმაურის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს, პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომის თაობაზე, წაგებისთვის განწირული მოთხოვნები ჰქონდათ, რაც მარცხით გამოიხატა.
,,შს მინისტრის განცხადება არ აღვიქვი ბოდიშის მოხდად. ჯერ ყველაფერი არ არის გარკვეული, მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება შეხვედრა აქციის ლიდერებსა და შს მინისტრს შორის, სადაც განიხილავენ გარკვეულ საკითხებს და იქ გადაწყდება, მართლა აქვს საბოდიშოდ საქმე შს მინისტრს თუ არა. ამ აქციას ისე არ ვუყურებდი, როგორც სერიოზულ მოვლენას. აქცია არ იყო სწორად ორგანიზებული , მათ მონაწილეებს წაგებისთვის განწირული მოთხოვნები ჰქონდათ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომის თაობაზე. ერთი მხრივ, აქციის მონაწილეები პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ და მეორე მხრივ, პოლიტიკოსებს უკრძალავდნენ მიტინგზე მისვლას. თვითონ არ იცოდნენ, რა უნდოდათ. მცდელობა იყო, რომ მიებაძათ სომხეთის მაგალითისთვის, თუმცა, საამისოდ არც ნება ეყოთ და არც საკმარისი სიმტკიცე ჰქონდათ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას იმის გამო, რომ გუშინდელი აქციიდან არც ერთი ადამიანი სახლში ცხვირგატეხილი და დასისხლიანებული არ წასულა“, _ განაცხადა ცინცაძემ.