ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციაში განვითარებლ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
”დავრწმუნდი, რომ დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია იმ სპორტის სახეობა, რომელიც ნომერი პირველი იყო საქართველოში! სამწუხაროა, რომ ვისავ შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, რომ სპორტის ეს სახეობა არ განადგურებულიყო, არჩია ჯანსაღი სპორტის და სპორტსმენების დაშლა!!!! მადლობა თქვენ ბიჭებო! სიამაყეებო საქართველოსი!
მაგრამ მიმიფურთხებია იმ ადამიანებისთვის, ვინც თავი აარიდა ამ უკანონობას! მეტი რაღანაირად უნდა თქვან ბიჭებმა სათქმელი, რომ ყურადგება მიაქციონ მათაც! ალბათ ყველა გულშემატკივარი უნდა შევიკრიბოთ რუსთაველზე რომ მივიპყროთ ყურადღება?! დარწმუნებული ვარ, ერთ ქევხიშვილს გადააყოლებთ ამ ბიჭებს, რადგან ინტერესი დიდია ალბათ, ვიდრე იმ ბიჭებისა, რომლებიც დღე და ღამეს ასწორებენ შრომაში! ტანჯვაში! რის ფასად აღარ უჯდებათ ის, რომ ასახელონ ქვეყანა! მაგრააააააამ!!!!!! სად არის სამართალი! სირცხვილია, რომ ვიღაცეების ინტერესს გადაყვეს ძიუდოს ეროვნული ნაკრები!!!!! _ წერს ზვიადაური (სტილი დაცულია).
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი და ვეტერანი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვდა. თუმცა, გადაწყდა, რომ დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად რჩება. გასულ კვირას ძიუდოისტების ნაწილმა დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ფედერაციასთან აქცია გამართა. სპორტსმენების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ძიუდოს ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძიუდოისტები უმედლოდ დაბრუნდნენ. თელ-ავივიდან ნაკრების დაბრუნების შემდეგ კი დავით ქევხიშვილმა სამწვრთნელო შტაბი დაითხოვა. ცნობილი გახდა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებული სიტუაციის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა.