შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 კილო კოკაინი, 1 კილო ჰეროინი, 5000 აბი სუბოტექსი და სხვა 9 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული ნივთიერებები გაანადგურა.
ასევე, განადგურებულია, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.
ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.