დღეს, ოზურგეთში მომხდარი ავარია ტრაგიკულად დასრულდა _ დაიღუპა ახალგაზრდა ქალბატონი.
„ავარიის შედეგად, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგადაცემის ბოძს შეეჯახა. გარდაცვლილია ახალგაზრდა ქალბატონი. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით“, _ განაცხადა „გურია ნიუსთან“ შსს პრესსამსახურმა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, კლინიკა „მედალფაში“ გადაყვანილია ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც დედასთან, ავტომობილში იმყოფებოდნენ.