შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა ირაკლი შაიშმელაშვილმა თანამდებობა დატოვა. სამსახურის დატოვების შესახებ დაწერილი პატაკი მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„გთხოვთ, ოჯახური პირობების გამო გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და დამითხოვოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან“, – წერს პატაკში შაიშმელაშვილი.