მოძრაობის თეატრი გაიფიცა. ამის შესახებ განცხადება თეატრის გვერდზე ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გაფიცულია სამეფო უბნის თეატრიც. ამას გარდა, გაფიცვის შესახებ განცხადება გააკეთეს სხვადასხვა თეატრების მსახიობებმაც.
როგორც თეატრალურ საზოგადოებაში აცხადებენ, მათთვის ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია, განსაკუთრებით კი სამართალდამცავების მხრიდან.
ცნობისთვის, უკვე 1 კვირაა პარლამენტთან და ასევე სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები ტარდება. მოქალაქეები პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე წყვეტს. პროტესტი თბილისში სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში არაერთხელ გადაიზარდა. დაკავებულია და ნაცემია არაერთი ადამიანი.