საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. როგორც სააკაშვილი აცხადებს, მისი პარტიის მიზანი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ივანიშვილის გუნდის დამარცხებაა.
ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი თანამოაზრეები იმსახურებენ, რომ მოწინავე თანამდებობები დაიკავონ, მათ შორის, სააკაშვილი ,,ახალი საქართველოს“ ლიდერსა და ,,ძალა ერთობაშიას“ შტაბის უფროსს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრად გახდომას უწინასწარმეტყველებს. აღნიშნულზე სააკაშვილმა ,,კვირის აქცენტებში“ ისაუბრა.
,,ჩემი სამიზნე არის ივანიშვილი, მაგრამ ჩემი მთავარი იარაღი არის გრიგოლ ვაშაძე.
ეს ხალხი იმსახურებს, რომ ისინი იყვნენ საქართველოს ლიდერები, ისევე, როგორც სხვა ლიდერები, მაგალითად, შტაბის უფროსი ვაშაძე მშვენიერი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა. მე მზად ვარ ვიყო ის ხიდი, რომელზეც გადაივლის ახალი თაობა. მე მზად ვარ, რომ თუ საჭიროა თავი გავწირო იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ყველაფერი“, _ განაცხადა სააკაშვილმა.