შვედეთში საქართველოს საელჩო, სტოკჰოლმში მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოქმედებს ცხელი ხაზი: +46 723695428.
„საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისგან და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საელჩოს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში გუშინ, ხალხში სატვირთო ავტომანქანა შევარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. მანქანა სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved