რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ რეფერენდუმებს შვეიცარიის მთავრობამ მოჩვენებითი უწოდა. მათი ცნობით, ჩატარებული რეფერენდუმები საერთაშორისო სამართლის მიხედვით უკანონოა.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ელჩი შვეიცარიაში გამოიძახა და დასძინა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებზე შეერთებას განიხილავს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. რეფერენდუმებზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემის შესაძლებლობა მოქალაქეებს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან აქვთ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დამპყრობლები დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების კონტროლს ცდილობენ. კერძოდ, ხერსონში ადმინისტრაციულ–პოლიციური რეჟიმის გამკაცრება, სახლების შემოწმება და ადგილობრივ მცხოვრებლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს.
ლუგანსკის საოლქო–სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგი გაიდაიმ აღნიშნა, რომ ე.წ. ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის დატოვება 23-დან 27 სექტემბრამდე აუკრძალა.
ამასთან ერთად, ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ინფრომაციით, ადგილობრივ მოსახლეობას პასპორტის მონაცემების მიწოდებისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების სანაცვლოდ ფულად ჯილდოებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას ჰპირდებიან.
ავტორი