https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შშმ ქალებს სერიოზულად არ აღგვიქვამენ”- პროექტი გურიაში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

15:30; 23.09.2022
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დანახვაზე საზოგადოებაში ძირითადად ტრიალებს აზრი, რომ მათ არ შეუძლიათ იმის გაკეთება, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს. ეს სტერეოტოპული მიდგომები განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როცა საქმე შშმ ქალების სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება.

შესაძლებლობების შეზღუდვა არის დაავადების, ტრავმის ანატომიური ან გონებრივი დეფექტის შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის ფუნქციის მყარი დარღვევით, რაც განაპირობებს ქმედითუნარიანობის დროებით ან მუდმივ შეზღუდვას, რის გამოც საჭირო ხდება მისი სოციალური დაცვა.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ქმნის მნიშვნელოვან უფლებრივ ჩარჩოს, რომელიც კრიტიკული მნიშვნელობისაა შშმ ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების განმტკიცებისა და პრაქტიკაში რეალიზებისთვის. საქართველომ კონვენციის რატიფიცირება 2013 წელს მოახდინა, ხოლო იგი ძალაში შევიდა 2014 წელს. მას შემდეგ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით საერთაშორისო ვალდებულებებთან და სტანდარტებთან. აღნიშნულსვე ემსახურება 2020 წელს მიღებული კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ, რაც ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია.  სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პირობები, რათა მათ თავისუფლად ისარგებლონ კულტურულ-სანახაობითი დაწესებულებებით და სპორტული ნაგებობებით, აგრეთვე უზრუნველყონ ისინი სპეციალური სპორტული ინვენტარითა და სხვა საჭირო საშუალებებით, თუმცა შშმ პირების წინაშე დღესაც არაერთი გამოწვევა რჩება.

ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრმა,  PHR-ის პროექტის ფარგლებში თემაზე-„ინკლუზია გენდერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა” ჩოხატაურის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, ცოტა ხნის წინ შეხვედრა გამართა.

როგორც ცნობილია, პროექტი მიზნად ისახავს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედების ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობისა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფას, საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოებში.

პროექტის ამოცანაა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა გაძლიერება, გადასამზადებელი ტრენინგების გზით, რაც ხელს შეუწყობს მათ წინაშე არსებული ბარიერების დაძლევას სექსუალური   და რეპროდუქციული უფლებების სარგებლობისას. ასევე, მნიშვნელოვანია სამუშაო შეხვედრებისა და თემის გაძლიერების შედეგად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის სარეკომენდაციო პაკეტის წარდგენა – დებულებაში ჩართულობის მექანიზმების დახვეწისა და შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედების წინაშე არსებული სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საკითხების შეტანა, კონკრეტული პროგრამული მიმართულებების გაჩენის მხრივ,  2023 წლის მუნიციპალურ პროგრამაში.

მსგავსი შეხვედრები ლანჩხუთსა და ოზურგეთში უკვე ჩატარდა და მხარეები ურთიერთთანამშრომობაზე შეთანხმდნენ. ურთიერთთანამშრომლობაზე თანახმა არიან ჩოხატაურშიც.

პროექტის შესახებ “ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის” თავმჯდომარეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აქტივისტ ქალს,  ფიქრია ბარამიძეს ვესაუბრეთ.

ბარამიძე ამბობს, რომ ლანჩხუთსა და ოზურგეთში შშმ გოგონების მშობლებთან გამოკითხვა უკვე ჩატარდა სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ,  უახლოეს პერიოდში ჩოხატაურში მაცხოვრებელი შშმ ბავშვების მშობლებს გაესაუბრებიან, რის შემდეგაც სარეკომენდაციო წერილები შედგება ამ ადამიანების პრობლემების გათვალისწინებით და გენდერული თანასწორობის საბჭოებს დაეგზავნება.

თუ შეგიძლიათ რომ დაგვისახელოთ, უკვე ჩატარებული გამოკითხვების შედეგები როგორია? რა პრობლემებს ასახელებენ შშმ პირები?

_ ძირითადად არის მაინც სწორი დიაგნოსტიკის, მედიკამენტების და საზოგადოების მხრიდან დამოკიდებულის პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ თუნდაც გინეკოლოგის კაბინეტი არ არის ადაპტირებული და სათანადოდ მოწყობილი, ისე რომ შშმ გოგოებისთვის ან ქალებისთვის დგას დიაგნოსტიკის პრობლემა. მაგალითად, მე რომელიც შშმ პირი ვარ, მჭირდება განსხვავებული სკამი, რომ ექიმმა შეძლოს ჩემი სწორად გასინჯვა, თუ ასეთი რამ დამჭირდება. კიდევ ცალკე პრობლემაა ის, რომ შშმ პირი თავის შემოსავლით თუ მაღალანაზღაურებადი სამსახური არ აქვს, ვერ შესწვდება მედიკამენტებს და არც პროგრამა არსებობს, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამ მედიკამენტების შეძენას დააფინანსებს.

კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ექიმების და საზოგადოების დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებსა და გოგოებს სერიოზულად არ აღიქვამენ. სამწუხაროდ, ცნობიერების დონე ექიმებშიც და საზოგადოებაშიც თანაბრად დაბალია.  ჩოხატაურში ჩატარებული კვლევის შემდეგ უფრო დეტალურად შემეძლება საუბარი აღნიშნულ საკითხზე, რადგან მაინც იკვეთება მუნიციპალიტეტების მიხედვით რაღაც დეტალებში სხვაობა.

ცნობიერების ასამაღლებლად რა კეთდება? რა უნდა იცოდნენ შშმ ბავშვების მშობლებმა?

) აუცილებელია, სკოლის საგამანათლებლო სისტემაში შევიდეს საგანი რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. მოსწავლეებს, რომლებიც მხოლოდ შშმ პირები არ იქნებიან, ასაკის შესაბამისად მიეწოდოთ ინფორმაცია თუ რა ცვლილებები ხდება ადამიანის ორგანიზმში ე.წ. გარდატეხის ასაკის დროს.

თქვენ გქონდათ ამის შესახებ საუბარი შშმ ბავშვების მშობლებთან? როგორია ამის შესახებ მათი დამოკიდებულება?

_ ზოგადად, შშმ პირების მშობლები ამბობენ, რომ გააჩნია სასწავლო გეგმას როგორ შეიტანენ, რამდენად იქნება ასაკის შესაბამისად გათვალისწინებული ინფორმაცია. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა. თორემ წინააღმდეგები არ არიან. როდესაც სკოლაში ზუსტად და სწორად მოხდება ინფორმაციის მიწოდება თუ რა ასაკში როგორი ცვლილებები ხდება ორგანიზმში, მერე უკვე მშობელსაც აღარ გაუჭირდებათ შვილთან ამ თემაზე საუბარი და აღარ იქნება ტაბუდადებული თემა.   არ არის აუცილებელი ან ბავშვი იყოს შშმ პირი და ან მშობელი, ყველას ესაჭიროება ამის შესახებ განათლების მიღება, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. იმიტომ რომ ზოგადად რა ასაკში როგორ უნდა იმოქმედოს, როგორ მიაწოდოს სწორად ინფორმაცია თუ მენტალური შეზღუდვის მქონე პირია და სხვა ფორმით სჭირდება ინფორმაციის სწორად მიწოდება,  რომ გარდატეხის ასაკში შიში არ ჰქონდეს. ამ კუთხით ჩვენ ცალკე ვატარებთ ტრენინგებს ამ კუთხით და მშობლები ცალკე გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას,  თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეს. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება და ცოდნა, თუ რისი უფლება გვაქვს. რას აფინანსებს სახელმწიფო, რა ფინანსდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და ა.შ. თუ აქვს რამე ასეთი პროგრამა მუნიციპალიტეტს. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვით ბიუჯეტის ფარგლებში  იყოს გათვალისწინებული ამ ბავშვების მშობლების ხმა. სამწუხაროდ, თუ შენ თვითონ არ ხარ ჩართული, არც არავინ არ მოგაწვდის ხმას, რომ შენ ამის უფლება გაქვს. ამიტომ აუცილებელია გენდერული თანასწორობის საბჭოებში შშმ პირების ჩართვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალურად დაუცველთა სამინისტროს  გვერდზე ვკითხულობთ, რომ  შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტროს მიერ ხორციელდება არაერთი პროგრამა თუ სერვისი, მაგრამ შშმ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით ამჟამად არ არსებობს სერვისები.

აღსანიშნავია იმის ცოდნაც, რომ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ არის გამოცხადებული. რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე საზოგადოების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდა მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ კეთილდღეობაში.

ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების რეალიზება განუყოფელია ქალთა ავტონომიისა და მათი გაცნობიერებული გადაწყვეტილებისგან

მათ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე. გენდერული თანასწორობა მოითხოვს, რომ მოხდეს ქალთა ჯანდაცვის საჭიროებების გათვალისწინება და ადეკვატური მომსახურების შეთავაზება ქალებისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში.  „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების“ (SRHR) ჩარჩო პირველად ქაიროს მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციაზე (ICPD) შემუშავდა, მოგვიანებით კი – 1995 წელს, პეკინში გამართულ ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე (FWCW). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებაზე დაყრდნობით, ქაიროს პროგრამა რეპროდუქციულ ჯანმრთელობას განსაზღვრავს როგორც, „სრული ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობა რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ნიშნავს მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, აქვთ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა იყოლიონ თუ არა შვილი, ასევე, რამდენი და როდის. ეს უკანასკნელი პირობა გულისხმობს, რომ თითოეულ ქალს და კაცს აქვს უფლება ჰქონდეთ ინფორმაცია და ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასურველ უსაფრთხო და ეფექტურ ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე სერვისებსა და იმ მეთოდებზე, რომლებიც კანონით აკრძალული არ არის; ასევე, ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის ჯანდაცვის მომსახურებაზე, რომლებიც ქალებს საშუალებას მისცემს უსაფრთხოდ გაიარონ ორსულობისა და მშობიარობის პროცესი, ხოლო წყვილებს დაეხმარება ჯანმრთელი შვილის ყოლაში.“

ამასთან, ქაიროს მოქმედების პროგრამა ნათლად განმარტავს რეპროდუქციული უფლებების იდეას და აღნიშნავს, რომ მსგავსი უფლება აღიარებულია ძირითად უფლებებზე დაყრდნობით და ადამიანებს აქვთ უფლება თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ შვილების რაოდენობა, შობადობას შორის ინტერვალი და დრო. ამასთან, ისინი უნდა იყვნენ ინფორმირებული და ხელი მიუწვდებოდეთ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტებზე. აღნიშნული პროგრამა ასევე გულისხმობს უფლებას რეპროდუქციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომელიც არ უნდა იყოს დისკრიმინაციული, იძულებითი და ძალადობრივი.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ სიჯანსაღეს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, გამრავლების უნარი და შეეძლოთ მიიღონ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გაერო-ს მოსახლეობის ფონდი, თავის პარტნიორებთან ერთად, მუშაობს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენცია ადგენს მკაფიო კავშირს რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ადამიანის უფლებებსა და მდგრად განვითარებას შორის. როცა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული, მაშინ ადამიანებს ჩამორთმეული აქვთ საკუთარ სხეულთან და მომავალთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის არჩევანის გაკეთების უფლება, რაც უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მათი ოჯახების სიჯანსაღესა და მომავალ თაობებზე.

ფიქრია ბარამიძეშშმ პირები
გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

09:28; 23 სექტემბერი, 2026

ლუკაშენკო - მობილიზაცია არ იქნება, ეს ტყუილია

საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდადებული შეიწყალა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“ჩემი მაცივარი საპირისპიროს ამბობს” _ ეკონომიკური ზრდა და სოფლის რეალური  გამოწვევები

22:07; 23.09.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც 2026 წლის 25 ოქტომბრამდე რადიკალურად შეიცვლება

21:58; 23.09.2026
საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო