მტკვრის სანაპიროზე მომხდარ ავტოავარიას სამი ახალგაზრდის ირაკლი ქუთათელაძის, ნოდარ გულიაშვილის და ნიკა კეკელიას სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც ცნობილი გახდა, ახლახანს ავარიისას დაღუპული ერთ-ერთი ახალგაზრდის ირაკლი ქუთათელაძის მამაც გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ჩემო უკეთილშობილესო, უნიჭიერესო, უერთგულესო, ჩემო კეთილო ადამიანო, დათო ქუთათელაძე, ერთი კვირაც ვერ გაუძლო შენმა გულმა შვილის დაკარგვის უბედურებას.
დღეს ჩვენი დათოც გავაცილეთ.
შვილს საფლავზე ყვავილებს ჯერ დაჭკნობაც ვერ მოესწრო. კვირის თავზე თვითონაც შვილთან წავიდა. შვილის სიკვდილი რომ გაიგო, მამას გული გაუსკდა და გარდაიცვალა. ცხოვრება ახლოხედიდან ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიაო”, _ წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი, ნონა კუხალაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც თბილისში, წერეთლის გამზირზე16 თებერვალს, გამთენიისას მოხდა 2 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში გარდაიცვალა ავარიისას დაშავებული კიდევ 1 ახალგაზრდა. გარდაცვლილები 155-ე სკოლის შარშანდელი კურსდამთავრებულები იყვნენ.