მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი ტკბილეულის მენიუს გაგილამაზებთ შვრიის ორცხობილა, რომლის მომზადების წესს მარტივად და გასაგებად შემოგთავაზებთ.
საჭირო მასალა:
ორი ცალი კვერცხი, ასი გრამი პურის ფქვილი, ორი ჭიქა შვრია, ასი გრამი ზეთი, ორასი გრამი შაქარი, 120 გრამი კარაქი, ვანილი. ცოტა სოდა ან გამაფხვიერებელი.
მომზადება:
ავიღოთ შვრია, გავახუროთ ტაფა და უცხიმოდ მოვხალოთ ისე, რომ არ გავაწითლოთ ძალიან. გადავდოთ ეს მოხალული მასა და შემდეგ კვერცხით, შაქრით და კარაქით კარგად ამოვიყვანოთ მიქსერით. ბოლოს დავამატოთ ზეთი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი. ავურიოთ კარგად და ბოლოს შევაზილოთ მოხალული შვრია. (შეგიძლიათ, შვრიის ნაცვლად გატარებული და მოხალული თხილი ან ნიგოზიც გამოიყენოთ).
მომზადებული ცომი გავაბრტყელოთ საშუალო სისქეზე, მივცეთ სასურველი სხვადასხვა ფორმა და შემდეგ დავაწყოთ “ჟარონაზე”. გამოვაცხოთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
რეცეპტები მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა,საუკეთესო კულინარმა მაია ნაკაიძემ