სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს.
მათი ვარაუდით, 3 ივლისს ქუთაისში სიცხე და +42 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება, იქროლებს ქარი.
ფოთში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში სიცხე და +37 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
მესტიაში დღისით მზიანი ამინდი და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე მზიანი ამინდი იქნება ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
სიცხე იქნება ჭიათურაში, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +38 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+32 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში იწვიმებს, დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +25 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია უხვი ნალექი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში წვიმა და +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში დღისით ჰაერი +37 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია სიცხე. ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე და +35 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +24 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია სიცხე, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +36 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია სიცხე, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.