დამასკოს მიმდებარე ტერიტორიაზე სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 77 მოქალაქე დაიღუპა, რომელთაგან 20 ბავშვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაეროში აცხადებენ, სიტუაცია კონტროლიდან არის გამოსული.
მომდევნო თვეში 7 წელი ხდება, რაც სირიაში სამოქალაქო კონფლიქტი მიმდინარეობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.