სისხლიანი გარჩევა მოხდა არასრულწლოვნებს შორის. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ თბილისში, წერეთლის გამზირზე მოხდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დიდუბეში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები 14 წლის მოზარდები არიან.
მათ ჭრილობები გულმკერდის, წელისა და ბარძაყის არეში, დანით აქვთ მიყენებული. სულ 3 მოზარდია დაჭრილია. ისინი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
წყარო: მთავარიტვ