ამ წუთებში ბათუმში, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის ადგილი ლენტითაა შემოსაზღვრული.
TV25.GE-ს ინფორმაციით, კაცმა, ბულვარში ქალი ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგად მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ 19/108 მუხლით დაიწყო.
წყარო: tv25