https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

SJC: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს შეკრების თავისუფლების კანონმდებლობის ფუნდამენტური რეფორმისკენ მოუწოდებს

12:30; 15.06.2026
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით,  9-11 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა საკითხებისადმი მიძღვნილი მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომის ფარგლებში კომიტეტმა საქართველოს მიერ მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესი შეაფასა.

“მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები ევროპული სასამართლოს 6 გადაწყვეტილებას აერთიანებს, რომლებიც შეეხება 2015-2023 წლებში საქართველოში საპროტესტო აქციების კონტექსტში დემონსტრანტების უკანონო დაკავების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებს.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება და რეკომენდაციები

კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოქმედი იმ კანონმდებლობისა და პრაქტიკის გამო, რომელიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე მსუსხავ ეფექტს ახდენს და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. მინისტრთა კომიტეტმა ხელისუფლებას მოუწოდა, საფუძვლიანად გადახედოს შეკრების თავისუფლების შემზღუდავ კანონმდებლობასა და პრაქტიკას და ევროპული კონვენციის სტანდარტებს შეუსაბამოს. კომიტეტის შეფასებით, ეს აუცილებელია არაპროპორციული და თვითნებური დაკავების, პატიმრობისა და მსჯავრდების, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი მსჯავრდების, ასევე სანქციების პრევენციისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისთვის.

მინისტრთა კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს კონვენციასთან შესაბამისობის მონიტორინგში და სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს სრულად ხელსაყრელი გარემო იმ ორგანიზაციების ეფექტიანი საქმიანობისთვის, რომლებიც შეკრების თავისუფლების მონიტორინგს ახორციელებენ და პროტესტის მონაწილეებს იურიდიულ დახმარებას უწევენ.

მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება და რეკომენდაციები ეფუძნება ბოლო პერიოდში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის უკიდურეს გამკაცრებას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მისი თვითნებურად და არაპროპორციულად გამოყენების საგანგაშო პრაქტიკას. კერძოდ, მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების განმარტებითი ბარათის (notes to the decision) თანახმად, ხელისუფლებას არ განუხორციელებია საკანონმდებლო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. სახელმწიფომ კომიტეტს ასევე არ წარუდგინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები გატარდა სამართალდამცავი და სასამართლო პრაქტიკის კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. მეტიც, 2025 წელს შეკრების თავისუფლების კონტექსტში ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სანქციები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო ალტერნატიული სანქციების გამოყენების შესაძლებლობა შეიზღუდა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებულის სისტემური პრობლემების თაობაზე.

მინისტრთა კომიტეტის ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია ევროპის საბჭოს სხვა ორგანოების, მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის,[4] ვენეციის კომისიის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, აგრეთვე ეუთო/ოდირის მიერ გამოხატულ მზარდ შეშფოთებასთან, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 2024-2026 წლებში საპროტესტო აქციების ჩასახშობად მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და ამ კანონების აღსრულება ევროპული კონვენციის სტანდარტებს უხეშად არღვევს.

  • სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიში

სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტის წინაშე წარდგენილი საქმეების აღსრულების ანგარიშში (action report) მიუთითებდა, რომ მაქარაშვილის საქმეების ჯგუფში გაერთიანებული საქმეები უფლების იზოლირებულ დარღვევებს შეეხებოდა და არ წარმოადგენდა სისტემური პრობლემების გამოვლინებას.[8] სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან, ხოლო სასამართლო ზედამხედველობა ამ კანონების აღსრულების მიმართ – ეფექტიანია. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ საქმეებში მომჩივნებისთვის კომპენსაცია გადახდილი იყო, სახელმწიფო ითხოვდა მაქარაშვილის საქმეების ჯგუფში არსებულ საქმეებზე ზედამხედველობის დახურვას.

ამ მტკიცების მიუხედავად, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია არც ერთი ღონისძიება ან გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც დაადასტურებდა შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუმჯობესებას და მინისტრთა კომიტეტის წინა წლის რეკომენდაციებთან შესაბამისობას. სახელმწიფომ ასევე არ წარმოადგინა კომიტეტის მიერ მოთხოვნილი, გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ   სტატისტიკური ინფორმაცია. მაგალითად, მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენ შემთხვევაში არ გაიზიარეს სასამართლოებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართალდარღვევის ოქმები, ან რამდენ შემთხვევაში შეცვალა სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანი ინდიკატორია განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის და სასამართლო კონტროლის ეფექტიანობის შესაფასებლად.

  • სამოქალაქო საზოგადოების და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიშები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ამ ჯგუფის საქმეების ფარგლებში ერთობლივი ანგარიში უკვე მეორედ წარადგინეს.  2026 წლის ანგარიშში ჩვენ კომიტეტს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ:

  • 2024-2025 წლებში მმართველი პარტიის მიერ არადემოკრატიული და დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებმაც შეკრების და გამოხატვის თავისუფლებებით სარგებლობის პრაქტიკული კრიმინალიზება მოახდინა; მათ შორის, მაგალითად, ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის 60 დღემდე გაზრდა, ადმინისტრაციული ჯარიმების არაპროპორციული ზრდა, განმეორებით ჩადენილ სამართალდარღვევებზე სისხლის სამართლის სამართლებრივი დევნა და სხვა;
  • აღნიშნული კანონების განმარტების და აღსრულების უკიდურესად პრობლემური პრაქტიკის თაობაზე, მათ შორის, აქტივისტების მიმართ არაპროპორციული ჯარიმების დაკისრების, ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი დევნის, ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკებზე, რომელიც ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მიმართულია საპროტესტო აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეების დასჯაზე;
  • სამართალდამცავი ორგანოების მიერ ამ კანონების თვითნებური განმარტების და აღსრულების პრაქტიკებზე ეფექტიანი სასამართლო კონტროლის არარსებობის თაობაზე;
  • პროტესტის მონაწილეების მიმართ მასობრივი ვიდეო მონიტორინგის და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების საშუალებით ავტომატური ამოცნობის უკანონო პრაქტიკების შესახებ, რომლებიც შეკრების თავისუფლებით სარგებლობაზე ძლიერ მსუსხავ ეფექტს ახდენს;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის უპრეცედენტოდ რეპრესიული კანონმდებლობის მიღების და მტრული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ პროტესტის მონაწილეთა უფასო იურიდიული დახმარება და შეკრების და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის დოკუმენტირება და მონიტორინგი.

კომიტეტის სხდომისთვის ინფორმაცია ასევე წარადგინა სახალხო დამცველმაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზებსა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებზე საერთო სასამართლოების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრობლემებზე. სახალხო დამცველი ასევე მიუთითებდა, რომ 2025 წლის განმავლობაში, კომიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის მიცემული რეკომენდაციების მიუხედავად, შეკრების და გამოხატვის თავისუფლების სფეროში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა.

  • მინისტრთა კომიტეტის მანდატი

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი წარმოადგენს ევროსაბჭოს აღმასრულებელ და გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელიც შედგება 46 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისგან. სწორედ მინისტრთა კომიტეტია პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგზე. ამ მიზნით, კომიტეტი წელიწადში ოთხჯერ იკრიბება ადამიანის უფლებათა სხდომებზე და წევრი სახელმწიფოების მიერ გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესს აფასებს. 

საქმეთა აღსრულების ზედამხედველობა ე.წ. ორმაგი ზედამხედველობის პროცედურით, სტანდარტული და გაძლიერებული პროცედურით ხორციელდება: ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება სტანდარტული პროცედურით ფასდება, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა. კერძოდ, თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემას ავლენს, იგი გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება და ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროგრესს კომიტეტი ყოველწლიურად აფასებს, ხოლო სახელმწიფოს აღსრულების პროგრესის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა ევალება. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულია ინდივიდუალური მომჩივნის უფლების აღდგენის გარდა, გამოვლენილი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ზოგადი ღონისძიებებიც განახორციელოს, რაც შეიძლება მოიცავდეს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პრაქტიკის ცვლილებას.

თავდაპირველად, 2023 წლიდან, მაქარაშვილის საქმეების ჯგუფის აღსრულების მონიტორინგი სტანდარტული პროცედურით მიმდინარეობდა. თუმცა, 2025 წლის 10-12 ივნისის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა მაქარაშვილის საქმეების ჯგუფი გაძლიერებულ ზედამხედველობას გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების შემაშფოთებელი ტენდენციის გათვალისწინებით დაუქვემდებარა.

მინისტრთა კომიტეტის მიერ მაქარაშვილის საქმეების ჯგუფის აღსრულების პროგრესის მომდევნო განხილვა 2027 წლის ივნისში იგეგმება. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად ვაგრძელებთ საქართველოში სამოქალაქო უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს, ანგარიშგებას და საერთაშორისო ადვოკატირებას საქართველოში შეკრების თავისუფლებით სარგებლობის სტანდარტების გაუმჯობესებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მიღწევის მიზნით“,_წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14 სექტემბერი, 2026

მთავრობის განკარგულებით, სოციალური კალათისა და ფასდაკლებული პროდუქტების ელექტრონული ვებპლატფორმის დასამზადებლად 53 ათასი ლარი გამოიყოფა

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

ყველა სიახლე

საზოგადოება

2 წლის ლაზარეს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება – ბავშვი რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

19:54; 14.09.2026
პოლიტიკა

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

18:02; 14.09.2026
სამართალი

შეიარაღებულმა პირებმა 70 წლამდე ქალი დააყაჩაღეს

16:35; 14.09.2026
პოლიტიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიანდება

16:30; 14.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მგონი, ყველა ერთად დავისვენებთ

15:19; 14.09.2026
ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
პოლიტიკა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს

14:09; 14.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! გამოცდების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

14:03; 14.09.2026
საზოგადოება

„სასულიერო პირები სკოლებში, ახალი ეროვნული გეგმა და 457 პირველკლასელი _ როგორ ხვდებიან ოზურგეთში ახალ სასწავლო წელს

13:45; 14.09.2026
პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა

13:17; 14.09.2026
პოლიტიკა

გელა გელაძე – პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ

12:42; 14.09.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია 7 პირი

12:40; 14.09.2026
სამართალი

უმძიმესი ავარია მცხეთაში – დაღუპულია 2 ადამიანი, არიან დაშავებულებიც

12:19; 14.09.2026
საზოგადოება

განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე

12:16; 14.09.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი 12 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა

12:14; 14.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო