https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სკანდალური ოქმი, საქმე პროკურატურაში და ურთიერთბრალდებები “მერცხალში”

13:03; 30.03.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ კლუბ “მერცხალს” ორი დირექტორი ჰყავს: გენერალური დირექტორის პოსტი მურთაზ აბაშიძეს უჭირავს, ხოლო დირექტორის _ მამუკა გოგუაძეს.

გენერალურ დირექტორად მურთაზ აბაშიძე ერთი თვეა, რაც დაინიშნა. როგორც ის “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, ამ ხნის მანძილზე კლუბში მის გარდა, ოფიციალურად არავინ დანიშნულა, თუმცა, ჩვენს მიერ მოძიებული ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბის “მერცხალის” თანამშრომელთა საერთო კრებაზე, რომელიც 2018 წლის 27 თებერვალით არის დათარიღებული, აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მერმა კლუბის მთლიანი მართვა გენერალურ დირექტორს მურთაზ აბაშიძეს დააკისრა. კრების ოქმის მიხედვით, 23 თანამშრომელს მურთაზ აბაშიძემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე აკაკი ათუაშვილი წარუდგინა, ხოლო გუნდის უფროსის პოსტზე _ შოთა გიორგაძე:

“მომხსენებელმა აღნიშნა, რომ დასახელებული პირები დღეიდან შეუდგებიან თავიანთი მოვალეობის შესრულებას და ყველაფერს გააკეთებენ გუნდის წარმატებით გამოსვლისათვის. ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საწყენი და მიუღებელი არავისთვის, რადგან თვით ზიდანსაც, რომელსაც შარშან უამრავი ტიტული მოაგებინა “რეალს”, წლევანდელი ჩავარდნისათვის კარისაკენ მიუთითეს. აღსანიშნავია, რომ, კლუბში იმაზე მეტი თანამშრომელია, ვიდრე ეს საჭიროა. ამიტომ მოხდება თანამშრომელთა რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება, რაც ბიუჯეტში თანხების დაზოგვას გამოიწვევს.

შოთა გიორგაძე მადლობას უხდის გენდირექტორს ასეთი ნდობისთვის და აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს გუნდის წარმატებებისთვის.

ს/კ “მერცხალის” თანამშრომელთა საერთო კრებამ ცნობად მიიღო ზემოთ აღნიშნული საკითხების მოგავრებისთვის გასატარებელი ღონისძიებები”, _ ნათქვამია კრების ოქმში.

საქართველოს ჩემპიონატში (თასზე) მონაწილე გუნდის განაცხადში, რომელიც 2018 წლის 6 მარტით არის დათარიღებული, გუნდის ხელმძღვანელობის შემადგენლობაში არიან შოთა გიორგაძე, როგორც გუნდის უფროსი და მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი.

ჩვენს მიერ ოფიციალურად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის _ საშტატო ნუსხის მიხედვით, რომელიც 29 მარტს მივიღეთ, კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი ხარიტონ ჩხატარაშვილს უჭირავს.

რა ხდება რეალურად კლუბ “მერცხალში”, დანიშნულია თუ არა ერთ პოზიციაზე ორი პიროვნება, არსებობს თუ არა ბრძანება ათუაშვილის დანიშვნის და ხარიტონ ჩხატარაშვილის გათავისუფლების შესახებ, გუნდის უფროსად შოთა გიორგაძის დანიშვნის შესახებ, ვინ არის რეალურად გუნდის მთავარი მწვრთნელი და რა ფუნქცია აკისრია მას? ჩვენ შევეცადეთ ეს კითხვები ამ საკითხში კომპეტენტური ყველა პირისთვის დაგვესვა.

კლუბის გენერალური დირექტორი მურთაზ აბაშიძე ” გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მას ჯერ არავინ დაუნიშნავს, თუმცა, გუნდის მწვრთნელად აკაკი ათუაშვილს ოფიციალურად ასახელებს:

_ გუნდს ჰყავს მთავარი მწვრთნელი _ კაკო ათუაშვილი, რომელიც, ჯერჯერობით, მუშაობს უხელფასოდ, მაგრამ გააჩნია ლიცენზია, ე. წ. „კარტოჩკა” და ჩემი ბრძანების საფუძველზე აქვს უფლება იმუშაოს მწვრთნელად, ეს ყველაფერი კი აჭარის ფეხბურთის ფედერაციასთან არის შეთანხმებული.

_ ბატონო მურთაზ, თქვენ გუნდის საერთო კრებაზე აღნიშნეთ, რომ ხარიტონ ჩხატარაშვილს ათუაშვილი ჩაანაცვლებდა და ამბობთ, რომ ათუაშვილი დანიშნულიაო. არადა, საშტატოს ნუსხის მიხედვით მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩხატარაშვილს უჭირავს. არსებობს ბრძანებები რომელიმეს დანიშვნის ან განთავისუფლების შესახებ?

_ კი, არის ხარიტონი. მე არ გამითავისუფლებია. ხარიტონი რას ბოდავს, სულ არ მაინტერესებს. სამსახურიდან წასვლის შესახებ მან დაწერა განცხადება დირექტორის სახელზე და მე ვარ გენერალური დიექტორი. დირექტორმა მამუკა გოგუაძემ ის გაუშვა შვებულებაში. რომ გამობრძანდება შვებულებიდან, აი, მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე. ხარიტონი ბევრ რამეს ავრცელებს და კაი ხანია ელანდება რაღაც-რაღაცეები. ისე, თუ გაინტერესებთ, მე, როგორც ჩემი საქმის პროფესიონალი, ხარიტონ ჩხატარაშვილს არ მივიჩნევ კომპეტენტურ მწვრთნელად, თუმცა იმის უფლება არ მაქვს, ავუკრძალო ცხოვრება და სუნთქვა. წავიდეს და ბავშვებთან იმუშაოს. მის საქმე იყო შედეგი: გაქვს შედეგი _ მუშაობ, არ გაქვს შედეგი _ მიდიხარ. ამიტომ უნდა წავიდეს! მთავარი მწვრთნელი არის ათუაშვილი, ხარიტონი შვებულებაშია და დიდი ალბათობით ვეღარ მობრუნდება. სანამ მე სტადიონზე ვიქნები, ხარიტონი აქ ვერ მოვა. იმდენი არაკაცური საქციელი აქვს დათესილი აქ, ჯობია აღარ მოვიდეს _ თვითონ ხალხი დაუპირისპირდება მას. წადი რა _ არ არის შენი საქმე ეგ!

არც მამუკა გოგუაძე არ აკეთებს თავის გასაკეთებელ საქმეს. გამოვიდეს ხალხთან, ისაუბროს, გუნდს უთხრას, რა უჭირს, რა ულხინს. ბუცები არ გვაქვს, ფორმა მე ვიყიდე და ჩამოვიტანე,.ამას მამუკა უნდა აკეთებდეს.

_ ბატონო მურთაზ, რა შედის თქვენს უფლება-მოვალეობებში და ფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია, კლუბს ორი დირექტორი ჰყავდეს?

_არაფერში არ გვჭირდება ორი დირექტორი, თუმცა, კი ჰყავს. ან ერთი უნდა ჰყავდეს, ან  _მეორე. დღეს აქ არის ორხელისუფლებიანობა, ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. ბეგი სიორიძემ სამი წელი შემინახა _ განაცდურს ცალკე ვიღებდი, ხელფასს _ ცალკე. ახლა , ერთი თვეა, რაც აღდგენილი ვარ გენერალურ დირექტორად. რაც ამათ სამ წელიწადში არ გაუკეთებიათ, მე და იმ ადამიანებმა, რომლებიც ჩემთან ერთად მოვიდნენ და ერთი თვე უხელფასოდ მუშაობდნენ,  გავაკეთეთ ერთ თვეში. შეგიძლიათ ნახოთ ტუალეტი რა მდგომარეობაშია, ტერიტორია დაათვალიეროთ. გუნდი, რომელიც პირველ ლიგაში დავტოვე, დღეს მეოთხე ლიგაშია. მაშინ მთავრი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი იყო, დირექტორად კი მოიყვანეს მამუკა გოგუაძე; საიდან მოიყვანეს და როგორ, არ ვიცი. ამ ხალხმა გააგდეს გუნდი პირველი ლიგიდან და მეოთხე ლიგაში დააქვეითეს. ჩემი მოსვლით და ხელმძღვანელობით, გუნდის უკანსვლა შეჩერდა. თუ ხელისუფლებისგან ხელშეშლა არ გვექნება. ნელ-ნელა უკეთესობისკენ წავალთ.

მე უნდა ვაკონტროლო სიტუაცია, მაგრამ ჯერ აქ გაკეთებულს ვერაფერს ვერ ვხედავ _ საქმე ფუჭდება, არც ხელშეკრულებებია გაფორმებული, არც ფეხბურთელების ხელფასების საკითხია გადაწყვეტილი.

_  ვინ გიშლით ხელს?

_ ჩემი მოსვლით ამათ სიმყუდროვე დავურღვიე. ყველაფერი, როგორც არ იჭმევა, ისე არ ითქმება. „ბალაგანია” სტადიონზე. ვუთხარი ოზურგეთის მერს კოტე შარაშენიძეს _ მომეცი ვადა, თუ მე გუნდის საქმეს ვერ გამოვაკეთებ და სტადიონს ვერ მივხედავ, არავის თითის ქნევა არ დამჭირდება, ჩემით დავწერ განცხადებას და წავალ,-მეთქი. მოიკითხეთ სად არის სპორტდარბაზი, ელექტროტაბლო, ტრიბუნა? ეს იყო ხალხის საკუთრება, ამათ კი დაშალეს და წაიღეს ნახევარი მილიონი ლარის ქონება.

ვერც ვხსნი და ვერც ვათავისუფლებ ვერავის. ასეთია წესდება _ არც შოთა გიორგაძეა დანიშნული გუნდის უფროსად და არც ათუაშვილი _ მწვრთნელად. შოთა გიორგაძე კი მოიაზრება გუნდის უფროსად, ან შესაძლოა ჩემი მოადგილე გახდეს. გამოდის, რომ ტყუილად დადის. ეს კაცი ჩემს გვერდში იდგა, მოვიყვანე, მაგრამ ვერ დავნიშნე.

გოგუაძე თუ მიდიოდა სახლში, რატომ არ წავიდა? ერთი თვეა, ამ ხალხისგან აზრი ვერ გამოვიტანე. არის აქ ორი-სამი კაცი ისეთი, რომლებსაც უნდათ, წყალი აამღვრიონ. ტყუილად იღებდნენ ხელფასებს, არაფერს არ აკეთებდნენ, შემმოწმებელი კი ამ სტადიონზე არავინ არ ამოსულა და არც მოდის. მივდივარ მერიაში და ვეუბნები, მოდით შემამოწმეთ, მოიკითხეთ, ეს ხალხი რას აკეთებს, მაგრამ არ მოდიან, არ აინტერესებთ. ასეთი რამ სხვა ა(ა)იპ-ებშიც ხდება _ ხალხი არ მუშაობს, სამსახურში არ დადიან და ხელფასებს იღებენ.

პროკურატურაში ვიყავი და ერთ-ერთმა მკითხა, სად წავიდა ეს დარბაზი, ტაბლო, მოვიკითხავთო. ბევრ რამეს მოიკითხავენ. დაშალეს და გაყიდეს 14 000 ლარად 250 000 ლარად შეფასებული დარბაზი და ეს ფული სად წავიდა, ვის ჯიბეში დაილექა? ამის გამო ვიბრძოლე მე? _ამბობს მურთაზ აბაშიძე.

მთავარი მწვრთნელი აკაკი ათუაშვილი: _ მე ვარ “ბ” კატეგორიის მწვრთნელი. სახელფასო ბარათი არ მაქვს, 1985 წლიდან ვმუშაობ ამ სტადიონზე, მაქვს ღვაწლმოსილი მუშაკის წოდება, 16 წელი ვითამაშე ფეხბურთი, ამ ეტაპზე მე მოვიაზრები მწვრთნელ-კონსულტანტად.

დირექტორი მამუკა გოგუაძე: _ არავითარ შემთხევაში არ არის საჭირო “მერცხალს” ჰყავდეს ორი დირექტორი. თუ ამას თავად მურთაზი აღიარებს, მაშინ რატომ დათანხმდა თანამდებობას? მე რატომ უნდა წავსულიყავი? რაც შეეხება გაყიდულ ქონებას_ ეს იყო მერიის ქონება და გაიტანეს აუქციონზე. ტაბლო და დარბაზი იყო ამორტიზებული და 137 ლარად შეფასებული 2014 წელს. არსებობს ამის ოქმი. შარშან ეს ქონება გაიყიდა აუქციონზე მერიის მიერ, მამუკა რა შუშია? ვინ იყიდა, არ ვიცი. ქონება მფლობელმა წაიღო და მე არ უნდა მექნა? მურთაზი მეუბნება, ავტომატით უნდა დამდგარიყავიო!!! მანისიც კი დამაბრალა, რომ მე ჯართში ჩავაბარე და ფული ვიშოვე. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

_ ბატონო მამუკა, კლუბ “მერცხალს” რეალურად ჰყავს თუ არა ორი მთავარი მწვრთნელი ანუ ერთ პოზიციაზე მუშაობს თუ არა ორი პირი?

_ კი, ასეა. გუნდს, ფაქტობრივად, ორი მწვრთნელი ჰყავს. ერთი არის უხელფასო აკაკი ათუაშვილი და მეორე ხელფასიანი _ ხარიტონ ჩხატარაშვილი. მურთაზმა მოსვლის დღიდან აღნიშნა, რომ ხარიტონი უნდა წავიდეს და დაინიშნოს ათუაშვილიო. ხარიტონის მოხსნას ის ვერ ასაბუთებს და ვერც აკაკის დანიშვნას. ხარიტონის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ არსებობს. მურთაზმა გუნდის საერთო კრებაზეც განაცხადა, რომ გუნდის უფროსად შოთა გიორგაძეა დანიშნული, ხოლო მთავარ მწვრთნელად კი აკაკი ათუაშვილი. გასაგებია, რომ უარყოფს ოფიციალურად ამას, მაგრამ ეს კრების ოქმშია დაფიქსირებულია. ასე განაცხადა და ესე იგი მე ვიტყუები?

აჭარის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ლევან ქორიძე “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ მასთან გუნდის იგივე შემადგენლობაა წარდგენილი, რაც “მერცხალშია”:

_ კლუბმა, როგორი განაცხადიც წარმოადგინა ჩვენთან, იგივეა კლუბშიც .

_ ბატონო ლევან, “მერცხალის” შემადგენლობაში სახელფასო ბარათები ვის სახელზეა გაცემული?

_ კლუბში იკითხეთ ეგ.

_ მთავარი მწვრთნელი ვინ არის “მერცხალში”, იცით?

_ აკაკი ათუაშვილი

_ რის საფუძველზეა დანიშნული?

_ როცა წარმომიდგინა გუნდის უფროსმა შოთა გიორგაძემ თანამშრომლების სია, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იყო აკაკი ათუაშვილი. მწვრთნელები არიან კონი კალანდაძე, დავით სურგულაძე, მერაბ ვანიძე.

_ხარიტონი ჩხატარაშვილი გათავისუფლებულია თუ არა მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან პოზიციიდან?

_ ეგ მე არ ვიცი, კლუბში იკითხეთ. რის საფუძველზე ინიშნებიან და თავისუფლედებიან, ეს ჩემი საქმე არ არის. არც ხარიტონის განთავისუფლების ბრძანება მჭირდება, _ამბობს ქორიძე.

ხარიტონ ჩხატარაშვილი ამბობს, რომ ის იმყოფება შვებულებაში და სხვა კომენტარს აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ვერ გააკეთებს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირი „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილია

ჩაშლილი კონკურსი ზოგისთვის ძნელად აღსაქმელი არგუმენტით

ყველა სიახლე

საზოგადოება

20 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან

21:17; 28.01.2026
პოლიტიკა

საკანონმდებლო ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში და მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით

21:02; 28.01.2026
სამართალი

პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

20:29; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 დაშავდა

20:24; 28.01.2026
სამართალი

მამაკაცს სასტიკად გაუსწორდნენ

20:18; 28.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი 2010 წლიდან  18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

17:38; 28.01.2026
სამართალი

“არასრულწლოვნებს აძლევდა მითითებებს, თუ როდის და რომელი ობიექტი უნდა გაექურდათ”- დაკავებულია 6 პირი

17:27; 28.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:17; 28.01.2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზარხ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა

17:10; 28.01.2026
ფინანსები

დაესწარი ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს სტუდენტებისთვის – პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

15:43; 28.01.2026
საზოგადოება

რატომ არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი ოზურგეთის #4 საჯარო სკოლასა და სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში

15:35; 28.01.2026
პოლიტიკა

შეაფერხებს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობას

15:24; 28.01.2026
პოლიტიკა

“უკიდურესად მძიმე ფაქტი”- რას ამბობს ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დავით შარაშიძეზე

14:41; 28.01.2026
პოლიტიკა

„რაზე იჩხუბეს მე რავიცი, რეებს მეკითხებით?!“-  ვასილ ჩიგოგიძე

14:13; 28.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი დააკავეს

14:09; 28.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო