დანიელმა დიეტოლოგმა და ბიოტექნოლოგიური კომპანიის დირექტორმა სიუზი ვენგელმა შექმნა დიეტა, რომელიც იმდენად პოპულარული და ეფექტური აღმოჩნდა, რომ შემდგომში მისი კვების გეგმას უწოდეს ყველაზე მარტივი დიეტა მსოფლიოში.
ძირითადი წესი – საკვების თითოეული მიღება უნდა შედგებოდეს პროდუქტების 4 ულუფისგან (მუჭის ზომის): ცილის 1 ულუფა + ნახშირწყლების 1 ულუფა + ბოსტნეულის 2 ულუფა + 1 ს.კ. ცხიმი.
დიეტოლოგის შეფასებების მიხედვით, ადამიანს სკანდინავურ დიეტაზე შეუძლია დაკარგოს საშუალოდ 0,5-დან 1.5 კგ კვირაში.
წარმოგიდგენთ საუზმის, სადილისა და ვახშმის მენიუს მაგალითებს:
საუზმე
ბოსტნეული (2 ულუფა): რამდენიმე პომიდორი ჩერი და ბარდა.
ცილა (1 ულუფა): 2 კვერცხი.
ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ნაჭერი პური.
ცხიმები (1 ს.კ.): კარაქი (პურზე წასმული).
1 ჭიქა რძიანი ყავა
სადილი
ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო.
ცილა (1 ულუფა): პაშტეტი, კვერცხი, ბეკონის ნაჭერი.
ნახშირწყლები (1 ულუფა): პური
ცხიმები (1 ს.კ.): ყველი
ვახშამი
ბოსტნეული (2 ულუფა): სტაფილო, ძირთეთრა, სატაცური.
ცილა (1 ულუფა): კატლეტი.
ნახშირწყლები (1 ულუფა): 1 ბოკალი ღვინო
ცხიმები (1 ს.კ.): ბეარნული სოუსი, მცირე რაოდენობის კარაქი, რომელშიც მოშუშულია ბოსტნეული.
ავტორი