დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ეროდი გორდელაძემ წარმოადგინა საკითხი: „სსიპ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლისთვის“ კურსდამთავრებულის იური სიორიძის სახელის მინიჭების შესახებ“, ამავე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი ინიციატივის განხილვის თაობაზე.
გორდელაძემ გაიხსენა კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელი და განმარტა, რომ კონჭკათის საჯარო სკოლას დიდი ხნის წინ მიენიჭა იური სიორიძის სახელი. შემდეგ, როცა საჯარო სკოლის სტატუსი დამკვიდრდა, არ მოიხსენიებოდა ამ წოდებით და ახლა სკოლის სამეურვეო საბჭომ საკითხი განსახილველად ამიტომ წარმოადგინა.
ეროდი გორდელაძის მიერ წარმოდგენილ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიიღებს.