ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ შემდეგნაირად:
ჯერ ავიღოთ საჭირო მასალა: სამასი გრამი სოკო, სამი ცალი სტაფილო, ორი ცალი ბულგარული, ორასი გრამი შებოლილი ქათმის ხორცი, ოთხი ცალი კვერცხი, ერთი ცალი მოზრდილი კბილი ნიორი, მაიონეზი, შავი წიწაკა.
მოვშუშოთ სოკო ხახვში. შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო და დაჭრილი ბულგარული, წვრილად დაჭრილი შებოლილი ქათმის ხორცი და ბოლოს დავასხათ ათქვეფილი ოთხი ცალი კვერცხი. ცოტა ვაცალოთ მოშუშვა და როცა გადმოვდგამთ, სწრაფად ავურიოთ გახეხილი ნიორი, შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
რეცეპტი მოგვაწოდა ჩვენმა მკითხველმა, საუკეთესო კულინარმა მაია ნაკაიძემ