სომხეთის პარლამენტმა 12 თებერვალს სესიაზე დაამტკიცა კანონპროექტი „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“, _ იუწყება news.am.
პროექტს მხარი 63-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 7 იყო.
პროექტის ინიციატორია „დემოკრატიული ძალების პლატფორმა“, რომელმაც 2 თვეში 60 ათასი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა.
2024 წლის 9 იანვარს პროექტი დაამტკიცა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ.