კომპანია „Sony“ „ტარზანის“ ახალ ეკრანიზაციას გადაიღებს.
ცოტა ხნის წინ, კომპანიამ საავტორო უფლებები ტარზანის შესახებ წიგნების ავტორის – ედგარ რაის ბეროუზის მემკვიდრეებთან გარიგების შედეგად მიიღო.
საინტერესოა რომ პროექტს ამჟამად არც სცენარისტი, არც რეჟისორი და არც პროდიუსერი ჰყავს.
„ტარზანის“ პირველი ეკრანიზაცია 1918 წელს გამოვიდა, რასაც უამრავი კინო, რადიო და ტელეადაპტაცია მოჰყვა, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარული „Disney“-ს 1999 წელს გამოსული მულტფილმია.
მაიმუნების მიერ აღზრდილ ადამიანზე ბოლო სურათი „ტარზანი ლეგენდა“ 2016 წელს გამოვიდა. მთავარი როლი ალექსანდრ სკარსგარდმა შეასრულა. სურათის შემოსავალი 350 მილიონი დოლარი იყო.
ავტორი