სოფელ დაბაში ცეცხლი გაძლიერდა და მწვანე საფარზე გადავიდა, _ ინფორმაციას 1TV ავრცელებს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ცეცხლი ლოკალიზებული იყო, თუმცა დღის მეორე ნახევარში ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და მასშტაბი გაიზარდა.
სახანძრო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც ჩაერთვება. როგორც შსს-ში აცხადებენ, აზერბაიჯანული ვერტმფრენი საქართველოს საზღვარს მალე გადმოჰკვეთს.