ორი დღეა ხანძარს ებრძვიან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი სოფელ სქურის ტყეში ფოთლოვან ტყეს უკიდია.
რთული რელიეფის და ხილვადობის გამო, ხანძრის კერამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდება. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, ამიტომ მოსახლოებამდე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არ არსებობს.
მეხანძრეებმა მუშაობა დილიდან განაახლეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ჯერ ისევ შეუძლებელია.
შეგახსენებთ, რომ ხანძრის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა.