სოფელ შრომის საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
შესყიდვის ობიექტია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის №1 (ხრიალეთში) საბავშვო ბაღის შენობის სარემონტო სამუშაოები — ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წინადადებების მიღება 14 სექტემბერს სრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 23 515 ლარია.
სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების დადებიდან 1 თვე განისაზღვრა. ა(ა)იპ „ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ხელმძღვანელის, მაკა ჭყონიას თქმით, აღნიშნული სამუშაოები ხელს არ შეუშლის სააღმზრდელო პროცესის დაწყებას.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან იყო რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება სარემონტო სამუშაოების შესრულებას და შენობის სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, — განაცხადა მაკა ჭყონიამ.

































































