თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, სოციალური ქსელები დემოკრატიისთვის საფრთხედ იქცა.
„სოციალურ ქსელებზე მოთხოვნილების გაზრდასთან ერთად, იზრდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ნაკადიც. ეს პრობლემა უკვე გასცდა ლოკალურ მასშტაბებს და გლობალურ უსაფრთხოებას ემუქრება“, – განაცხადა ერდოღანმა.