https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

13:46; 17.03.2025
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

“სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედია პლატფორმების – “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს სასამართლოსთვის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში დახმარებას, მასთან ერთად, განსახილველი საქმის არსებითი სამართლებრივი საკითხების შესახებ ობიექტური, აკადემიური და თეორიული განმარტებების მიწოდებას.

დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლით კვალიფიკაციის შესახებ, ასევე მიმოხილულია აღნიშნული მუხლისა და 126-ე მუხლის გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, განხილულია სისხლისსამართლებრივი მექანიზმების, როგორც უკიდურესი ღონისძიების, გამოყენების პრინციპი და ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის საკითხი.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ხაზგასმულია, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის, მიმართ განხორციელებული ქმედება უნდა შეფასდეს იმ ფაქტობრივ კონტექსტში, რაც მას წინ უძღოდა. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტამდე პოლიციამ თვითნებურად დააკავა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, შეკრების ადგილზე პოლიციამ ასევე თვითნებურად და აგრესიულად დააკავა მზია ამაღლობელის ნაცნობი ახალგაზრდები, რასაც თან ახლდა  შეკრების მონაწილეებზე ფიზიკური წნეხი, ჭყლეტა და დაძაბულობა. მნიშვნელოვანია, სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს, ხომ არ იყო მზია ამაღლობელის ქმედება პროვოცირებული პოლიციის მხრიდან განხორციელებული უკანონო ქმედებებით. ამასთან, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოლიციის მხრიდან მომდინარე და განცდილ უკანონობაზე მზია ამაღლობელის ამგვარი სპონტანური რეაქციას, თავის მხრივ, გამორიცხავს პოლიციელზე თავდასხმის განზრახვას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სსკ-ის 3531 მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, სახეზე გვქონდეს: 1. თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი; 2. თავდასხმის განხორციელება პირდაპირი განზრახვით; 3. თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან. მზია ამაღლობელის შემთხვევაში კი აშკარაა, რომ არც ერთი ეს მაკვალიფიცირებელი ნიშანი არ გვაქვს სახეზე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არა პოლიციელზე თავდასხმად, არამედ ძალადობად (სსკ-ის 126-ე მუხლი) ჩათვალა, მაგალითად, შემდეგი ქმედებები:

  • პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა, რაც გამოიხატა ხელის სახეში გარტყმასა და ფეხის ბარძაყში ჩარტყმაში, ასევე დაზიანებების მიყენებაში მარჯვენა მუხლის არესა და მარცხენა ხელზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება;
  • მუშტის ძლიერი დარტყმა თვალის არეში, გინებასთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა თავი ვერ შეიკავა, სახე დაარტყა ღობეს და განიცადა ფიზიკური ტკივილი;
  • თავის ჩარტყმა თავის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი;
  • აგრესიული ქცევა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხელის ცხვირში ძლიერად დარტყმა, ასევე, მიმალვის მცდელობისას ადევნებული დაზარალებული პოლიციელისთვის ხელკეტების არაერთჯერადი დარტყმა თავისა და ტანის არეში, სამსახურებრივი საშტატო იარაღის წართმევის მცდელობა, რა დროსაც იარაღიდან განხორციელდა შემთხვევითი გასროლა;
  • ხელებისა და ფეხების სხეულისა და სახის არეში დარტყმა, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და სხვა აგრესიულ ქმედებებთან ერთად, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი;
  • გინება და მუშტის დარტყმა სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
  • სახის არეში ხელის დარტყმა, რის შედეგადაც პოლიციელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო დასკვნის თანახმად, ის უჩიოდა თავის ტკივილს, სახისა და ტუჩის არეში – წვის შეგრძნებას. მარცხენა ლოყის არეში აღენიშნებოდა თითების ნაკვალევი სიწითლის სახით. ქვედა ტუჩის არეში ისინჯებოდა მცირე ზომის შეშუპება და შიგნითა ზედაპირზე – მცირე ნახეთქები.

შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედებაში ძალიან თვალსაჩინოა, რომ პოლიციელზე თავდასხმად განსახილველი ქმედების კვალიფიკაცია დაუსაბუთებელი ჩანს.

სასამართლო მეგობრის პოზიციაში ასევე განხილულია სსკ-ის 126-ე მუხლის კვალიფიკაციის საკითხები და სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმ გარემოებაზე, რომ მზია ამაღლობელის საქმეში არ არსებობს ამ დანაშაულის უმთავრესი ელემენტი – დაზარალებულის მხრიდან ძლიერი ფიზიკური ტკივილის აღქმა. მხოლოდ ვიდეოკადრების დაკვირვებაც კი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მზია ამაღლობელის მოქნეულ ხელს არ შეეძლო გამოეწვია ახალგაზრდა, ფიზიკურად მასზე ძლიერი მამაკაცისათვის მსგავსი ტკივილის მიყენება.

შესაბამისად, მზია ამაღლობელის ქმედება არ იყო ისეთი ინტენსივობის, რომ მისი სისხლისსამართლებრივი დასჯა გამართლებულიყო, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა სისხლის სამართლის მექანიზმები უკიდურესი ზომა უნდა იყოს. მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი პირდაპირ განსაზღვრავს, რომ მცირე მნიშვნელობის მქონე ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს.

ჩვენი შეფასებით, მზია ამაღლობელის ქმედება ხასიათდება პოლიციელზე მინიმალური ზემოქმედებით, ხოლო პოლიციელსა და ქალს შორის აშკარა ძალაუფლებრივი ასიმეტრია კიდევ უფრო გამორიცხავს მის დასჯას ამგვარი მექანიზმით. შესაბამისად, მოცემულ საქმეში უნდა იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლი.

ჩვენი დაკვირვებით, მზია ამაღლობელის საქმეში იკვეთება მნიშვნელოვანი პროცედურული გამოწვევები. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო, მაშინ როდესაც პროკურატურის ყველა შუამდგომლობა მტკიცებულებების დასაშვებად სცნო. ეს მნიშვნელოვნად ართულებს საქმისთვის არსებითი გარემოებების სრულფასოვან შეფასებას.

განსაკუთრებით საყურადღებოა ინტერესთა კონფლიქტის საკითხიც: დაზარალებულ პირად მიჩნეულია ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი, ხოლო საქმის გამოძიების საწყის ეტაპზე საქმეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფი იძიებდა. ამავე დანაყოფის უფროსი, რომელიც მზია ამაღლობელის დაკავებაში მონაწილეობდა, მთავარი მოწმეა, ხოლო ყველა სხვა მოწმე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის პოლიციელია. ამასთან, ყველა საგამოძიებო უწყება დაქვემდებარებულია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ გრიგოლ ბესელიას, რომელიც თავად ფიგურირებს ამ საქმეში. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე მისი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს მზია ამაღლობელის უკანონო დაკავების გამო. სამწუხაროდ, გენერალურმა პროკურატურამ დაცვის მხარის ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქმის საგამოძიებო წარმოება გურიის პოლიციის დეპარტამენტს გადააბარა. თუმცა, საქმეზე კვლავ ზედამხედველობს აჭარის პროკურატურა, რომელიც გამოძიების პირველი დღიდანვე კურირებდა ამ პროცესს და მჭიდრო ოპერატიული კავშირი აქვს როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან, ისე ბათუმის პოლიციის სამმართველოსა და მის ყველა დანაყოფთან. შესაბამისად, საქმის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე არსებული კითხვები კვლავაც აქტუალურია.

ამავდროულად სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მნიშვნელოვანი მოწოდებით მიმართავს. სსკ-ის 3531 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა ცალსახად არ არის ჩამოყალიბებული განჭვრეტადი ფორმით, ეს პრაქტიკაში არაერთგვაროვანი განმარტებებისა და არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რეკომენდაციით მიმართა სასამართლოს გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კონსტიტუციური წარდგენის უფლებამოსილება და მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისათვის მოსამართლემ წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სასამართლოს მოუწოდებს, საქმის განხილვისას გაითვალისწინოს მისი მსუსხავი ეფექტი მედია გარემოსა და ჟურნალისტებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს 2024 წლის 16 დეკემბერს მომხდარი შემთხვევა, როდესაც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ ბესელიამ, და ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, საპროტესტო შეკრების დროს დაკავებით დაემუქრნენ “ბათუმელების” რედაქტორს, ეთერ თურაძეს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოებას დამატებით სიმძიმეს ანიჭებს ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელდა ღირსების შემლახავი მოპყრობის უმძიმესი შემთხვევა, რომლის გამოძიებასაც დაცვის მხარე ასევე მოითხოვს. ეს ფაქტები აჩენს ეჭვებს ადგილობრივი პოლიციის მხრიდან “ბათუმელების” დირექტორის დევნის მიმართ შესაძლო დაინტერესებაზე.

მოცემული საქმის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სამართლიან და დასაბუთებულ მსჯელობას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს როგორც მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის მიღწევაში და გამორჩეული მედია პლატფორმის დირექტორისა და ღვაწლმოსილი ჟურნალისტის უფლებების დაცვაში, ასევე მსგავს დანაშაულებთან მიმართებით ერთგვაროვანი პრაქტიკის განმტკიცებაში”,_ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.

მზია ამაღლობელის საქმესოციალური სამართლიანობის ცენტრი
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17 იანვარი, 2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17 იანვარი, 2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17 იანვარი, 2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17 იანვარი, 2026
სამართალი

ავტომობილი მოზარდს დაეჯახა

17:55; 16 იანვარი, 2026

როდის აღდგება მოძრაობა სრულად არაგვის ხიდზე

ოზურგეთის ბაზარი, ჯერჯერობით, აღდგენამდე, დარში იმუშავებს

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„მსოფლიოს მართავს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ რეალპოლიტიკა“

17:26; 17.01.2026
საზოგადოება

„საკრებულოს თითოეული წევრი, გაცილებით მეტს აკეთებთ და მნიშვნელოვანია ამ ხარჯების შესაბამისი ანაზღაურება“

16:14; 17.01.2026
საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

15:28; 17.01.2026
საზოგადოება

„სახალხო მოამბე“ ამჯერად ოზურგეთს სტუმრობს

14:51; 17.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
სამართალი

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრს, რომლებიც არასრულწლოვნებს აწამებდნენ, ბრალი წარედგინათ

13:12; 17.01.2026
საზოგადოება

მამაკაცი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს

12:32; 17.01.2026
სამართალი

ავარიას 17 წლის გოგო ემსხვერპლა

12:28; 17.01.2026
სამართალი

კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

12:23; 17.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა 6 კილოგრამამდე „მეთადონი“ ამოიღეს, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

12:09; 17.01.2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 20 იანვრამდე საქართველოში

11:02; 17.01.2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17.01.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:53; 17.01.2026
ზაფრანი

როგორი სიყვარულით გაჯილდოებენ ვარსკვლავები

10:47; 17.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო