პარლამენტის უკან ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. ამასთან, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით ისროლეს კვერცხები.
პარლამენტის უკან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სპეციალურ საშუალებებს.
მიუხედავად გამაფრთხილებელი მოწოდებისა აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.