სროლა იყო ცოტა ხნის წინ თბილისში, ნაკაშიძის ქუჩაზე.
როგორც შემთხვევის ადგილას ამბობენ, თავდამსხმელი “გლოვოს” მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასსა და ორ ადგილობრივს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.
“მთავარი არხი”, ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პირი, რომელიც “გლოვოს” მოპედით გადაადგილდებოდა “გლოვოს” თანამშრომელი არ იყო და მასსა და დაჭრილს შორის დაპირისპირების მიზეზი წარსულში მომხდარი კონფლიქტი გახდა.
დაჭრილ კაცს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი, ის ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
ნაკაშიძის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.