სტამბულის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ოთხი ქართველი დააკავა. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრეი მალია, ბრალდებულები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, ავტომატი АК-47 და 222 ტყვია აღმოაჩინა.
წყარო: sputnik-georgia
































































