https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და… გავიდა ამასობაში ცხოვრება!”

5:02; 1.02.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო წლებია, ლანჩხუთში წესად დამკვიდრდა რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ეტაპობრივად გახორციელება. რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომით, პრობლემის ბოლომდე მოგვარება ვერ ხერხდება, ხშირ შემთხვევაში კი, მოსახლეობა უკმაყოფილო რჩება და გახორციელებული სამუშაოების შესრულების პრინციპთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი უჩნდება.

ამის ერთ-ერთი მაგალითია ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებულ ზაალ მდინარაძის ქუჩა, რომელიც მსოფლიოში, ალბათ, ყველაზე მოკლე ქუჩაა.

ზაალ მდინარაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი 2016 წლის ზაფხულში, წინა საარჩევნო პერიოდში მხოლოდ იმ ნაწილზე დაიგო, სადაც “ქართული ოცნების” ოფისი მდებარეობს, ქუჩის მეორე ნაწილი კი, დაახლოებით, 70 მეტრი, ოფსაიდში დარჩა. არადა, ქუჩის ამ მონაკვეთზე გაცილებით მეტი მოსახლეა, თან ის ერთადერთი სამანქანო გზაა, რომელიც იქვე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოსთან მიდის.

რატომ სანახევროდ და არა სრულად? ამ კითხვით მაშინ “გურია ნიუსმა” ადგილობრივი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს ლევან ჩხაიძეს მიმართა და განმარტებად მიიღო, რომ სამუშაოები ქალაქის ყველა ქუჩაზე პროექტის შესაბამისად გახორციელდა, მოცემული თანხების შესაძლებლობის ფარგლებში.

მაშინ ჩხაიძეს არ დაუკონკრეტებია, როდისთვის იყო გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გახორციელება მდინარაძის ქუჩის იმ ნაწილში, რომელიც 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში ვერ მოხვდა.

ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში, ცენტრალური სკვერის მიმდებარე ქუჩის ეს მონაკვეთი ყველას გადაავიწყდა. მოსახლეობა კი, რომელიც მეოთხე წელია პრობლემის მოგვარების ამაო მოლოდინშია, ამჯერად სოციალური ქსელის საშუალებით ცდილობს, მიიპყროს მავანთა ყურადღება და აქ შექმნილ მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც იქვე არაერთი კომენტარი მოჰყვა:

“ამ ქუჩაზე მცხოვრებთა შორის მეც ვარ. 12 წლის მანძილზე, ყოველ დღეს მიხდებოდა ამ გზის გავლა სკოლაში მიმავალს და მერე გამოვლაც უკან მომავალს. ეს ადგილი ჩემი ყოველდღიურობაა და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო მეტად ნადგურდება. ადრე არსებული, შედარებით მცირე ზომის ორმოები, დღეს დიდ, თითქმის თხრილის ოდენადაა ქცეული… მე რომ შესაბამისი ფულადი სახსრები გამაჩნდეს, საერთოდ არავის დავეკითხებოდი, ისე დავაგებდი იმ უბანში გზას, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდება”, _ წერს სოციალურ ქსელში მდინარაძის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები დავით წულაძე.

პრობლემის გადაჭრაში ზოგს კარს მომდგარი არჩევნები ეიმედება: “მართლაც არ ეკადრება ასეთი გზა ქალაქს ცენტრში. არჩევნები მოდის, თუ ვიაქტიურებთ, მალევე გააკეთებენ”.

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებთან დაკავშირებულ ოპტიმიზმს სულაც არ იზიარებენ: “დაგეგმილიაო, ალბათ, იტყვიან. დაგეგმვა კარგია, მაგრამ შესრულება უნდა მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად. 21-ე საუკუნეს და გზების და ხიდების პრობლემებზე ვსაუბრობთ ადამიანები, როცა ცოტა ხანში მარსზე დაიწყებენ დასახლებას”;

“იტყვიან დაგეგმილიაო, გეთანხმები. მერე არჩევნების წინ მოვლენ, ნახავენ, პროექტში არის, მალე იქნებაო და… გავიდა ამასობაში ცხოვრება!”

ზოგიერთი კი ჩვეულ იუმორს იშველიებს პრობლემის წარმოსაჩენად: “ნავი იყიდოს მერიამ, ქე მაინც იაფში გამოვლენ”; “მანქანაში თბილად ჯდომა კარგია, მაგრამ ვისაც არ ჰყავს, იცუროს თუ ბოტებით იაროს?!”; “მოვა ზაფხული და დაშრება”.

“გურია ნიუსი” დაინტერესდა, რეალურად რა გეგმები აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას ამ კუთხით და იგეგმება თუ არა ქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ არსებული ქუჩის, რეაბილიტაციის გარეშე დარჩენილი ნაწილის, მოწესრიგება.

 ამის გასარკვევად ამჯერადაც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირს დავუკავშირდით, თუმცა, კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ _ ლევან ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპისთვის არ არის გადაწყვეტილი, ქალაქის რომელ ქუჩაზე დაიგება ასფალტის საფარის და შესაბამისად, არც ისაა ცნობილი, მოხდება თუ არა ქუჩების ჩამონათვალში ზემოთ ნახსენები ტერიტორია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

“რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო, მე შევთავაზე საქართველოში ლაბორატორიის გადმოტანა”

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 12 000-ს მიაღწია, გარდაცვლილია 259 ადამიანი

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
0

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო