ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში მეწყრის შედეგად ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მეწყერმა დარეჯან სალუქვაძის საცხოვრებელი სახლის კედელი შეანგრია. დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთებიც, თუმცა სახლში მყოფი პირებიდან არავინ დაშავებულა.
მერიის ინფორმაციით, ოჯახი გაყვანილია უსაფრთხო ადგილას.
„გუშინვე გამოძახებული იყვნენ გეოლოგები და მოხდება მდგომარეობის შესწავლა. ამ ეტაპზე სოფელში მხოლოდ ერთი ოჯახია დაზარალებული,” –თქვეს მერიის პრესსამსახურში.

































































