სუდანში ცეცხლისშეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. როგორც BBC იუწყება, ჯერჯერობით შეთანხმება არ დარღვეულა.
როგორც ცნობილია, ეს არის სულ მცირე მესამე შეჩერება ბრძოლების მას შემდეგ, რაც ძალადობა დაიწყო ამ თვეში.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ 72-საათიანი შესვენება ჯარსა და გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის შეთანხმებული იყო 48 საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ.
სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც 15 აპრილს დაიწყო ბრძოლა.
კონფლიქტის ორივე მხარემ დამოუკიდებლად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტაში მონაწილეობა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააფრთხილა, რომ სუდანში ძალადობამ შეიძლება გამოიწვიოს “კატასტროფული ხანძარი”, რომელმაც შეიძლება მოიცვას მთელი რეგიონი და ფარგლებს გაცდეს.