სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, გენადი სურმანიძე, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი ნახეს,_ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ხელვაჩაურის სუს-ის უფროსის თანამდებობიდან 2 თვის წინ გაათავისუფლეს.
გარდაცვლილის ცხედარი ჩაქვში, საკუთარ სახლში, რამდენიმე საათის წინ იპოვეს.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, ის ბათუმიდან ჩაქვში საკუთარი მანქანით მიდიოდა. არსებული ცნობით, მას ტყვია აქვს მოხვედრილი. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.