“სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს”, _ ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სუს-ის მიერ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მთავარი არხის რესპონდენტების დაბარებას და ტელევიზიიდან დაუმონტაჟებელი მასალის გამოთხოვას. ლომჯარიას თქმით, ეს ჟურნალისტებზე ზემოქმედებისთვის კეთდება.
“ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან, თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხება და როდის დაიწყო ეს გამოძიება. მიღებული პასუხებით, ის არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან.
სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს. ეს გამოძიება, რაც მიმდინარეობს, იმ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ”,— განაცხადა ლომჯარიამ.